ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 60
ObjectID: 60
ID: 60
Name: ყაზახაშვილების სასახლე
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: საკადასტრო ერთეული, სადაც შენობაა განთავსებული, თ. ბაგრატიონის ქუჩის განაშენიანების რიგში მდებარეობს. გალავნით შემოსაზღვრულ შიდა ეზოში შესვლა, მასში დატანილი ჭიშკრის საშუალებით არის შესაძლებელი. საკმაოდ დიდი ზომის, არათანაბარი რელიეფის ეზოს სიღრმეში ორსართულიანი, ჰორიზონტალურად განვითარებული სასახლე დგას, რომელიც ყაზახაშვილებს ეკუთვნოდა. შენობა მოხდენილი პროპორციით გამოირჩევა, მთავარ ფასადზე, საკმაოდ მძლავრ 6 სვეტზე დაყრდნობილი, ფართე ხის ღია აივნია მოწყობილი. აგურში ამოყვანილი სვეტები, მცირე ენთაზისით გამოირჩევა, აგურის წყობაშივე ამოყვანილი ფსევდო დორიული ორდერის კაპიტელები, საკმაოდ მასიურ აივანს იჭერს. სვეტების მოხდენილი პროპორცია, ერთგვარ სიმსუბუქეს ანიჭებს შენობას, ამას ემატება ხის აივნის ჭვირულ-მოხარატებული დეტალები. შენობის საერთო მხატვრულ ქარგაში ეწერება, მეორე სართულის ღიობებს დატანილი დეკორატიული თაღედი, ის აერთიანებს კიდეც მეორე სართულის ფასადს, რომლის მარცხენა მხარეს, სხვენში ასავლელი კიბის უჯრედი, დეკორატიული ვარდულით არის აქცენტირებული. აღსანიშნავია პირველი სართულის მართკუთხა ფორმის სარკმლების დამაგვირგვინებელი ერთიანი სარტყელი, რაც ფასადის მკაცრ მონაკვეთს მრავალფეროვნებას მატებს. შენობის მეორე სართულზე ასვლა, აღმოსავლეთის მხარეს, მოკლე ფასადიდან არის შესაძელბელი. ხის კიბე აივნის საერთო სტრუქტურაში იწერება. აღნიშნული ფასადის დეკორატიულ გაფორმებას, თაღოვანი ფანჯარა და მის ორივე მხარეს, მართკუთხა ფორმის სარკმლების კომბინაცია წარმოადგენს. აღნიშნული ფასადი, აივნის აბრისში ნალესობით არის დაფარული, დაანრჩენი არე რიყის ქვისა და ძველი ქართული აგურის საკმაოდ სუფთა კომბინაციით არის აგებული. ცალკე აღნიშვნის ღირსია შენობის საკმაოდ მაღალი სხვენი, მოკლე ფასადზე მისი ფრონტონისმაგვარი ზედაპირი, ცენტრში თაღოვანი ფორმის სარკმლითა, რომელიც მის ორივე მხარეს განაწილებული დეკორატიული აგურის წყობით ამოყვანილი წრეებით იმკობა. სხვენში ასავლელი კიბის უჯრედი დეკორატიული ვასრკვლავით არის აქცენტირებული. ასეთივე ვარსკვლავია განთავსებული ცენტრალური კარის თავზე, რომელშიც დეკორატიული ანგელოზია ჩასმული. გეგმარების თვალსაზრისით შენობა ანფილადის ტიპის არის. ძირითადი ოთახები, ღია მასიური აივნით ერთიანდება. აღსანიშნავია ინტერიერში მოქცეული მართკუთხა თაღჩები, ბუხარი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2006-02-23
StatusDocNumber: 3/46
RegistryN: 131
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: კახეთი
Municipality: თელავი
Settlement: თელავი
Address: ბაგრატიონი/5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 ს. I ნახევარი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური; მემორიალური >>პიროვნებასთან დაკავშირებული;მემორიალური >>ისტორიასთან დაკავშირებული;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 45.47200602
Y: 41.92002809