{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/60?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/60?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/60?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "60",
  "properties" : {
    "ObjectID" : 60,
    "ID" : 60,
    "Name" : "ყაზახაშვილების სასახლე",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "საკადასტრო ერთეული, სადაც შენობაა განთავსებული, თ. ბაგრატიონის ქუჩის განაშენიანების რიგში მდებარეობს. გალავნით შემოსაზღვრულ შიდა ეზოში შესვლა, მასში დატანილი ჭიშკრის საშუალებით არის შესაძლებელი. საკმაოდ დიდი ზომის, არათანაბარი რელიეფის ეზოს სიღრმეში ორსართულიანი, ჰორიზონტალურად განვითარებული სასახლე დგას, რომელიც  ყაზახაშვილებს ეკუთვნოდა.\r\nშენობა მოხდენილი პროპორციით გამოირჩევა, მთავარ ფასადზე, საკმაოდ მძლავრ 6 სვეტზე დაყრდნობილი, ფართე ხის ღია აივნია მოწყობილი. აგურში ამოყვანილი სვეტები, მცირე ენთაზისით გამოირჩევა, აგურის წყობაშივე ამოყვანილი ფსევდო დორიული ორდერის კაპიტელები, საკმაოდ მასიურ აივანს იჭერს. სვეტების მოხდენილი პროპორცია, ერთგვარ სიმსუბუქეს ანიჭებს შენობას, ამას ემატება ხის აივნის ჭვირულ-მოხარატებული დეტალები. შენობის საერთო მხატვრულ ქარგაში ეწერება, მეორე სართულის ღიობებს დატანილი დეკორატიული თაღედი, ის აერთიანებს კიდეც მეორე სართულის ფასადს, რომლის მარცხენა მხარეს, სხვენში ასავლელი კიბის უჯრედი, დეკორატიული ვარდულით არის აქცენტირებული. აღსანიშნავია პირველი სართულის მართკუთხა ფორმის სარკმლების დამაგვირგვინებელი ერთიანი სარტყელი, რაც ფასადის მკაცრ მონაკვეთს მრავალფეროვნებას მატებს.\r\nშენობის მეორე სართულზე ასვლა, აღმოსავლეთის მხარეს, მოკლე ფასადიდან არის შესაძელბელი. ხის კიბე აივნის საერთო სტრუქტურაში იწერება. აღნიშნული ფასადის დეკორატიულ გაფორმებას, თაღოვანი ფანჯარა და მის ორივე მხარეს, მართკუთხა ფორმის სარკმლების კომბინაცია წარმოადგენს. აღნიშნული ფასადი, აივნის აბრისში ნალესობით არის დაფარული, დაანრჩენი არე რიყის ქვისა და ძველი ქართული აგურის საკმაოდ სუფთა კომბინაციით არის აგებული.\r\nცალკე აღნიშვნის ღირსია შენობის საკმაოდ მაღალი სხვენი, მოკლე ფასადზე მისი ფრონტონისმაგვარი ზედაპირი, ცენტრში თაღოვანი ფორმის სარკმლითა, რომელიც მის ორივე მხარეს განაწილებული დეკორატიული აგურის წყობით ამოყვანილი წრეებით იმკობა. სხვენში ასავლელი კიბის უჯრედი დეკორატიული ვასრკვლავით არის აქცენტირებული.  ასეთივე ვარსკვლავია განთავსებული ცენტრალური კარის თავზე, რომელშიც დეკორატიული ანგელოზია ჩასმული.\r\nგეგმარების თვალსაზრისით შენობა ანფილადის ტიპის არის. ძირითადი ოთახები, ღია მასიური აივნით ერთიანდება. აღსანიშნავია ინტერიერში მოქცეული მართკუთხა თაღჩები, ბუხარი.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2006-02-23",
    "StatusDocNumber" : "3/46",
    "RegistryN" : "131",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "კახეთი",
    "Municipality" : "თელავი",
    "Settlement" : "თელავი",
    "Address" : "ბაგრატიონი/5 ",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 ს. I ნახევარი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;\nმემორიალური \u003e\u003eპიროვნებასთან დაკავშირებული;მემორიალური \u003e\u003eისტორიასთან დაკავშირებული;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 45.472006020000002,
    "Y" : 41.920028090000002
  }
}