CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4577
ObjectID: 4577
ID: 4577
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. მდებარეობს რა ორი ქუჩის შესაყარზე უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.
შენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეს საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს რენესანსისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს სარკმელების რითმულ წყობას, გაყოფილს სართულშუა კარნიზით და დასრულებულია დეკორირებული ხის ლავგარდანით. ფასადი შელესილი და შეღებილია, თუმცა ადგილებში ჩამოცვენილია ბათქაში და მოსჩანს აგურის წყობა. აღსანიშნავია მოზრდილი ხის მრავალთაღიანი ნახევრად შემინული აივანი ასათიანის ქუჩის მხარეს ფასადის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გამოირჩევა ხეზე ჭრის დეტალებით, ასევე სვეტებისა და კარნიზის დამუშავებით. ფასადი გამირჩევა პროფილირებული არქივოლტებით შემკული რენესანსის ეპოქის იტალიური პალაცოს სტილის სარკმელებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა არქივოლტები, ალათების დეკორი, ხის დეკორატიული ელემენტები, სარკმელების წყვილი თაღები და მედალიონი.
სახლს აქვს ორი სადარბაზო, რომელთა ინტერიერები შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბეები და ხისავე მოაჯირები. ასევე საინტერესოა სადარბაზოში შესასვლელი ხის კარების სადა დეკორი. შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი შემინულია. აივანი გამოირჩევა ხის რიკულებიანი მოაჯირებით და ხის ელემენტებით. ეზოს ფასადს აქვს ერთი ადრეული მინაშენი.
საცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან შენობის კედელში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელის საშუალებით. შენობას აქვს სარდაფი, თუმცა მასში ჩასვლა ვერ მოხერხდა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3833
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ასათიანი ლადოს ქ./43
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79612767
Y: 41.68959761