{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4577?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4577?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4577?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4577",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4577,
    "ID" : 4577,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. მდებარეობს რა ორი ქუჩის შესაყარზე უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.\nშენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით  ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, შიდა ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. სახურავი გადახურულია თუნუქის ფურცლებით და მასზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეს საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს რენესანსისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია  სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს სარკმელების რითმულ წყობას,  გაყოფილს სართულშუა კარნიზით და დასრულებულია დეკორირებული ხის ლავგარდანით. ფასადი შელესილი და შეღებილია, თუმცა ადგილებში ჩამოცვენილია ბათქაში და მოსჩანს აგურის წყობა. აღსანიშნავია მოზრდილი ხის მრავალთაღიანი ნახევრად შემინული აივანი ასათიანის ქუჩის მხარეს ფასადის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გამოირჩევა ხეზე ჭრის დეტალებით, ასევე სვეტებისა და კარნიზის დამუშავებით. ფასადი გამირჩევა პროფილირებული არქივოლტებით შემკული რენესანსის ეპოქის იტალიური პალაცოს სტილის სარკმელებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა არქივოლტები, ალათების დეკორი, ხის დეკორატიული ელემენტები, სარკმელების წყვილი თაღები და მედალიონი.\nსახლს აქვს ორი სადარბაზო, რომელთა ინტერიერები შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბეები და ხისავე მოაჯირები. ასევე საინტერესოა სადარბაზოში შესასვლელი ხის კარების სადა დეკორი. \nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი შემინულია. აივანი გამოირჩევა ხის რიკულებიანი მოაჯირებით და ხის ელემენტებით. ეზოს ფასადს აქვს ერთი ადრეული მინაშენი.\nსაცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან შენობის კედელში დატანებული სწორკუთხა თაღოვანი გასასვლელის საშუალებით. \nშენობას აქვს სარდაფი, თუმცა მასში ჩასვლა ვერ მოხერხდა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3833",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ასათიანი ლადოს ქ./43",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796127669999997,
    "Y" : 41.68959761
  }
}