CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4459
ObjectID: 4459
ID: 4459
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ალბერტ ზალცმანის ავტორობით საცხოვრებელი სახლი, სახელმწიფო მოხელისა და აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო ქონების მმართველის, იოანე არჯევანიძისთვის, 1868 წელს აშენდა. აღნიშნულ ნაგებობას, აღმოსავლეთით, გვიანდელი შენობა ესაზღვრება, დასავლეთით კი ჩიხი მიუყვება. ნაგებობა ეზოს სივრცის შემცველია. ქუჩისპირა ფასადი ევროპული არქიტექტურული სამკაულით სადად არის მორთული.
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ექსტერიერი სადაა, არქიტექტურულ სამკაულად ღიობთა ჩარჩოები, კარნიზი, მეორე სართულზე, ფასადის ორივე განაპირა მხარეს, შეწყვილებული კორინთული პილასტრებია გამოყენებული. ფასადი ღიობებს ქვეშ გავლებული კარნიზებით ჰორიზონტალურ არეებადაა დანაწევრებული, რომლებშიც სარკმლების რიგებია ჩამწკრივებული. მეორე სართულის ღიობები, პირველი სართულის სარკმლებთან შედარებით მაღალია. ფასადი ასიმეტრიულია. ნაგებობის ტანში, მარცხნივ ერთმანეთის გვერდიგვერდ, ეზოში შესასვლელი გვირაბის მსგავსი და სადარბაზოს კარია გაჭრილი. მათი მომნიშვნელი ჩარჩო ერთი სიმაღლისაა, კარს ფრამუგა აგვირგვინებს, ,,გვირაბში” კი საცავია მოწყობილი. ფასადის მეორე სართული სიმეტრიულია. კიდეებში მოთავსებული წყვილი ნახევარსვეტები ღიობთა რიგს ჰკრავს. აღნიშნულ რიგში მოქცეულია სამი აივანი, ერთი ცენტრში, ორი შედარებით პატარა კი მწკრივის ორსავ განაპირა მხარეს. მათი შემომსაზღვრელი სადა ცხაურები მასიური და მონოლითურია. ისინი მიყოლებით ჩამწკრივებულ ერთმანეთში მოქცეულ ოვალებს წარმოადგენს.
ჩიხისკენ მიმართული, ტიპური უკანა ფასადი თითქმის ყრუა. აქ გაჭრილია რამდენიმე კარი და მოთავსებულია ცრუ სარკმლები, რომელთა საპირეებიც ერთმანეთს ებმის. შენობა ეზოს შემცველია, რომლისკენ მიმართული ფასადიც გვიან არის მიშენებული და შუშაბანდებით არის წარმოდგენილი. სადა ფასადის მქონე საცხოვრებელი სახლი მონუმენტურობის შემცველია, რაც დაუნაწევრებელი კედლებით მიიღწევა. მძლავრი აივნები, მაღალი, ვიწრო პროპორციები და სისადავე ნაგებობას ღირსებას მატებს. დაფერდებულ რელიეფს მიმყოლი შენობა ქუჩის მოხაზულობას, სილუეტსა და მხატვრულ სახეს კარგად განსაზღვრავს. სხვა შენობებთან ერთად, კვარტალს კი ბაღის ღია სივრცისგან გამიჯნავს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5428
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯორჯაძე არჩილის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი, 1868წ.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80067169
Y: 41.697865