{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4459?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4459?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4459?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4459",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4459,
    "ID" : 4459,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "ალბერტ ზალცმანის ავტორობით საცხოვრებელი სახლი, სახელმწიფო მოხელისა და აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო ქონების მმართველის, იოანე არჯევანიძისთვის, 1868 წელს აშენდა. \r\nაღნიშნულ ნაგებობას, აღმოსავლეთით, გვიანდელი შენობა ესაზღვრება, დასავლეთით კი ჩიხი მიუყვება. ნაგებობა ეზოს სივრცის შემცველია. ქუჩისპირა  ფასადი ევროპული არქიტექტურული სამკაულით სადად არის მორთული.\r\nერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ექსტერიერი სადაა, არქიტექტურულ სამკაულად ღიობთა ჩარჩოები, კარნიზი, მეორე სართულზე, ფასადის ორივე განაპირა მხარეს, შეწყვილებული კორინთული პილასტრებია გამოყენებული.  ფასადი ღიობებს ქვეშ გავლებული კარნიზებით ჰორიზონტალურ არეებადაა დანაწევრებული, რომლებშიც სარკმლების რიგებია ჩამწკრივებული. მეორე სართულის ღიობები, პირველი სართულის სარკმლებთან შედარებით მაღალია. \r\nფასადი ასიმეტრიულია. ნაგებობის ტანში, მარცხნივ ერთმანეთის გვერდიგვერდ, ეზოში შესასვლელი გვირაბის მსგავსი და სადარბაზოს კარია გაჭრილი. მათი მომნიშვნელი ჩარჩო ერთი სიმაღლისაა, კარს ფრამუგა აგვირგვინებს, ,,გვირაბში” კი საცავია მოწყობილი. \r\nფასადის მეორე სართული სიმეტრიულია. კიდეებში მოთავსებული წყვილი ნახევარსვეტები ღიობთა რიგს ჰკრავს. აღნიშნულ რიგში მოქცეულია სამი აივანი, ერთი  ცენტრში, ორი შედარებით პატარა კი მწკრივის ორსავ განაპირა მხარეს. მათი შემომსაზღვრელი სადა ცხაურები მასიური და მონოლითურია. ისინი მიყოლებით ჩამწკრივებულ ერთმანეთში მოქცეულ ოვალებს წარმოადგენს.\r\nჩიხისკენ მიმართული, ტიპური უკანა ფასადი თითქმის ყრუა. აქ გაჭრილია რამდენიმე კარი და მოთავსებულია ცრუ სარკმლები, რომელთა საპირეებიც ერთმანეთს ებმის. \r\nშენობა ეზოს შემცველია, რომლისკენ მიმართული ფასადიც გვიან არის მიშენებული და შუშაბანდებით არის წარმოდგენილი. \r\nსადა ფასადის მქონე საცხოვრებელი სახლი მონუმენტურობის შემცველია, რაც დაუნაწევრებელი კედლებით მიიღწევა. მძლავრი აივნები, მაღალი, ვიწრო პროპორციები და სისადავე ნაგებობას ღირსებას მატებს. დაფერდებულ რელიეფს მიმყოლი შენობა ქუჩის მოხაზულობას, სილუეტსა და მხატვრულ სახეს კარგად განსაზღვრავს. სხვა შენობებთან ერთად, კვარტალს კი ბაღის ღია სივრცისგან გამიჯნავს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5428",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯორჯაძე არჩილის ქ./4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი, 1868წ.",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.800671690000001,
    "Y" : 41.697865
  }
}