ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4324
ObjectID: 4324
ID: 4324
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და უჭირავს რიგითის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. შენობა2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა გ. ქიქოძის ქუჩის მხარეს გახსნილი ეზოთი, რომელიც შემოზღუდულია აგურის შელესილი კედლით. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური, სახურავი გადახურულია ლითონის ფურცლებით. შენობის ფასადები ეკლექტურია, ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ორივე ქუჩის მხარეს გამავალი ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია და წარმოდგენილია ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმული წყობით, დაგვირგვინებული კარნიზითა და პარაპეტით. შენობის ლორთქიფანიძის (ყოფ. ლერმონტოვის) ქუჩის მხარეს გამავალ ფასადზე არის ერთი ლითონის აივანი, ასევე ფასადიდან ოდნავ გამოყოფილი ცენტრალური რიზალიტი, სადარბაზოს კარით და რკალისებრი ფრონტონით. სადარბაზოს კარის ორთავ მხარეს შეწყვილებული პილასტრებია განთავსებული. ფასადები დამუშავებულია დეკორატიული ლესვით და რუსტებით. სადარბაზოს დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და ხის მოაჯირი, ასევე შესასვლელი ხის კარის დეკორი. სადარბაზოში მოხვედრა ეზოდანაც არის შესაძლებელი. ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, ჭვირული მოაჯირებითა და სვეტების თავსართებით. მათი ნაწილი შემინულია, აივნები დაგვირგვინებულია ხისავე კარნიზით. ასევე აღსანიშნავია ხის შუშაბანდი და ხის კიბე, რომელიც ეზოდან ადის ყველა სართულზე. საცხოვრებელი სახლის ეზოს აქვს ბეტონის საფარი, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქიქოძის ქუჩის მხრიდან კედელში დატანებული ჭიშკრით. შენობის ნახევარსარდაფი წარმოდგენილია შეულესავი აგურით ნაგები მრავალთაღოვანი გადახურვით. მასში ჩასასვლელი არის როგორც ეზოს მხრიდან, ასევე ლორთქიფანიძის ქუჩის მხრიდანაც (სივრცე სავარაუდოდ კომერციული გამოყენებისა იყო, ამჟამად კი დალუქულია).
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4561
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ლერმონტოვის ქ./19.ქიქოძე გერონტის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79826899
Y: 41.69126467