{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4324?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4324?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4324?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4324",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4324,
    "ID" : 4324,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია ქუჩის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის და უჭირავს რიგითის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში. \nშენობა2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა გ. ქიქოძის ქუჩის მხარეს გახსნილი ეზოთი, რომელიც შემოზღუდულია აგურის შელესილი კედლით. ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური, სახურავი გადახურულია ლითონის ფურცლებით. \nშენობის ფასადები ეკლექტურია, ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ორივე ქუჩის მხარეს გამავალი ფასადის კომპოზიცია სიმეტრიულია და წარმოდგენილია ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმული წყობით, დაგვირგვინებული კარნიზითა და პარაპეტით. შენობის ლორთქიფანიძის (ყოფ. ლერმონტოვის) ქუჩის მხარეს გამავალ ფასადზე არის ერთი ლითონის აივანი, ასევე ფასადიდან ოდნავ გამოყოფილი ცენტრალური რიზალიტი, სადარბაზოს კარით და რკალისებრი ფრონტონით. სადარბაზოს კარის ორთავ მხარეს შეწყვილებული პილასტრებია განთავსებული. ფასადები დამუშავებულია დეკორატიული ლესვით და რუსტებით.\nსადარბაზოს დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და ხის მოაჯირი, ასევე შესასვლელი ხის კარის დეკორი. სადარბაზოში მოხვედრა ეზოდანაც არის შესაძლებელი.\nეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, ჭვირული მოაჯირებითა და სვეტების თავსართებით. მათი ნაწილი შემინულია, აივნები დაგვირგვინებულია ხისავე კარნიზით. ასევე აღსანიშნავია ხის შუშაბანდი და ხის კიბე, რომელიც ეზოდან ადის ყველა სართულზე. \nსაცხოვრებელი სახლის ეზოს აქვს ბეტონის საფარი, მასში მოხვედრა შესაძლებელია ქიქოძის ქუჩის მხრიდან კედელში დატანებული ჭიშკრით.\nშენობის ნახევარსარდაფი წარმოდგენილია შეულესავი აგურით ნაგები მრავალთაღოვანი გადახურვით. მასში ჩასასვლელი არის როგორც ეზოს მხრიდან, ასევე ლორთქიფანიძის ქუჩის მხრიდანაც (სივრცე სავარაუდოდ კომერციული გამოყენებისა იყო, ამჟამად კი დალუქულია).\n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4561",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ლერმონტოვის ქ./19.ქიქოძე გერონტის ქ./5",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.798268989999997,
    "Y" : 41.691264670000002
  }
}