CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 4279
ObjectID: 4279
ID: 4279
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი ამაღლების 5/ჭონქაძე დანიელის 1
ComplexName:
Description:
შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.
შენობა 2 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს ხაზოვანი ფორმა ფასადებით ქუჩისკენ, მოზრდილი ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ორივე, ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი დამუშავებულია ერთი და იგივე სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით, პილასტრებით და ლითონის მოჩუქურთმებული აივნებით. ყურადღებას იქცევს ამაღლების ქუჩის მხარეს გამავალი ფასადის კიდეებში განთავსებული დამაგვირგვინებელი ფრონტონები და პილასტრები კორინთული კაპიტელებითა და კანელურებით მეორე სართულის დონეზე. ფასადი შელესილი და შეღებილია, პირველი სართული დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების საპირეები, პროფილირებული ფრონტონები, სანდრიკები ჰორელიეფური კრონშტეინებით და სხვა.
სადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია, მისი დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის მორკალული კიბე და ხის რიკულებიანი მოაჯირი, ასევე საინტერესოა კარების სადა კომპოზიციური გადაწყვეტა და ლითონის წინფრები. ეზოს ფასადები წარმოდგენილია ხის გალერეისებრი შუშაბანდებისა და აივნების კომპოზიციით. საინტერესოა აივნებისა და შუშაბანდების მოაჯირების ჭვირული დეკორი და სვეტების ასევე ჭვირული თავსართები. საცხოვრებელი სახლის ღია აივანი ხიდად გადადის გვერდზე შენობის აივანზე მეორე სართულის დონეზე. პირველი სართული სრულად არის ამოშენებული, ჩასმულია მეტალოპლასტმასის ფანჯრები და საცხოვრებელ ფართში შესასვლელი რკინის კარი.
საცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ამაღლების ქუჩის მხრიდან ლითონის ჭიშკრის მეშვეობით.
შენობას აქვს სარდაფი, თუმცა მასში ჩასვლა ვერ მოხერხდა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3767
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჭონქაძე დანიელის ქ./1.ამაღლების ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79637395
Y: 41.69031141