{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4279?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4279?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4279?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4279",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4279,
    "ID" : 4279,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი  ამაღლების 5/ჭონქაძე დანიელის 1",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "\nშენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის დასასრულის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია სოლოლაკის უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.\nშენობა 2 სართულიანია, გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს ხაზოვანი ფორმა ფასადებით ქუჩისკენ, მოზრდილი ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს კლასიციზმისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ორივე, ქუჩის მხარეს გამავალი ფასადი დამუშავებულია ერთი და იგივე სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით, ხასიათდება არქიტექტურული აქცენტებით და წარმოადგენს ღიობების (სარკმელებისა და კარების) რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით, პილასტრებით და ლითონის მოჩუქურთმებული აივნებით. ყურადღებას იქცევს ამაღლების ქუჩის მხარეს გამავალი ფასადის კიდეებში განთავსებული დამაგვირგვინებელი ფრონტონები და პილასტრები კორინთული კაპიტელებითა და  კანელურებით მეორე სართულის დონეზე. ფასადი შელესილი და შეღებილია, პირველი სართული დამუშავებულია დეკორატიული ლესვით გამოყვანილი რუსტებით.  საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკის ელემენტები, მაგალითად: ღიობების საპირეები, პროფილირებული ფრონტონები, სანდრიკები ჰორელიეფური კრონშტეინებით და სხვა.\nსადარბაზოს ინტერიერი შელესილი და შეღებილია, მისი დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის მორკალული კიბე და ხის რიკულებიანი მოაჯირი, ასევე საინტერესოა კარების სადა კომპოზიციური გადაწყვეტა და ლითონის წინფრები. \nეზოს ფასადები წარმოდგენილია ხის გალერეისებრი შუშაბანდებისა  და აივნების კომპოზიციით. საინტერესოა აივნებისა და შუშაბანდების მოაჯირების ჭვირული დეკორი და სვეტების ასევე ჭვირული თავსართები. საცხოვრებელი სახლის ღია აივანი ხიდად გადადის გვერდზე შენობის აივანზე მეორე სართულის დონეზე. პირველი სართული სრულად არის ამოშენებული, ჩასმულია მეტალოპლასტმასის ფანჯრები და საცხოვრებელ ფართში შესასვლელი რკინის კარი.\nსაცხოვრებელი სახლის ეზო მოასფალტებულია, მასში მოხვედრა შესაძლებელია ამაღლების ქუჩის მხრიდან ლითონის ჭიშკრის მეშვეობით.\nშენობას აქვს სარდაფი, თუმცა მასში ჩასვლა ვერ მოხერხდა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3767",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჭონქაძე დანიელის ქ./1.ამაღლების ქ./5",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796373950000003,
    "Y" : 41.69031141
  }
}