ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 4070
ObjectID: 4070
ID: 4070
Name: მამა დავითის ეკლესია
FullName: მამა დავითის ეკლესია
Description: აგურის წყობით ნაშენი, მამა დავითის ტაძარი საშუალო ზომის ნაგებობაა (18.4X10.2მ. სიმ. - 24მ), თუმცა, თითქმის, თბილისის მთელი ცენტრალური ნაწილიდან მოჩანს და ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. იგი კომპლექსის მთავარი ნაგებობაა, რომელშიც ასევე შედის ფერისცვალების სამრეკლო-სამლოცველო, მამა დავითის სენაკი-სამლოცველო, აგურის წყობის, მცირე სტილიზებული გუმბათიანი ეკლესია წმ. ლუკიანეს ნიშთან და წყარო ტაძრის დასავლეთით, კლდის ძირში. ეზოში მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონია. ზეპირი გადმოცემით, რომელსაც იმოწმებს პლატონ იოსელიანი, აქ ეკლესია ჯერ კიდევ, ასურელი მამის წმ. დავითის დროს აშენებულა VI ს-ში, ხოლო, IX ს-ში ათონელ ბერებს ღმრთისმშობლის მონასტერი დაუარსებიათ. ეგნატე იოსელიანი კი, გვაუწყებს, რომ დანგრეული ეკლესიის ნაცვლად, 1542 წ. ახალი ეკლესია აუგიათ მღვდელმონაზონ დავით და ნიკოლაოს გაბაშვილებს. ვახუშტი ბატონიშვილის დროს მონასტერი უკვე დაცარიელებული ყოფილა და 1810 წელს თბილისელი დედების ღვაწლით და ქაშუეთის მღვდლის, თომა გრიგორიევის (ფირალიშვილის) ძალისხმევით ფერისცვალების ახალი ეკლესია აშენებულა. 1817 წ. ააგეს მცირე სამრეკლო და იმავდროულად, ეკლესიამდე მიიყვანეს გზა სერპანტინი. 1859 წ. დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა, რომელიც დასრულდა 1877 წ. 1891 წწ. ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო საქალებო სკოლა. XX ს-ის დასაწყისში ძველი სამრეკლოს ადგილზე აშენდა სამლოცველო, ფანჩატურიანი სამრეკლოთი. 2007 წელს ტაძრის აბსიდის ქვეშ გამოვლინდა უფრო ადრეული ეკლესიის აბსიდის ნაშთები აგურისა და ფლეთილი ქვის მონაცვლეობით. გამოვლინდა ასევე, კამარით გადახურული აკლდამის ნაშთიც. ეკლესია აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდით სრულდება, დასავლეთ მონაკვეთში კი, პატრონიკეა მოწყობილი, რომლის აივანზე კედლის სისქეში დატანილი კიბით შეიძლება მოხვედრა. ტაძრის ინტერიერი მთლიანადაა მოხატული XIX ს-ის დასასრულს. ეკლესია ფსევდოკლასიცისტური სტილისაა და მასში ასახულია ქართული და რუსული საეკლესიო არქიტექტურის სტრუქტურა და სტილი. ნაგებობის ინტერიერი პრაქტიკულად, დარბაზული მოცულობაა, რომელიც დასრულებულია ტრომპებზე გადაყვანილი გუმბათით. ექსტერიერში კი, ჯვარგუმბათოვანი სტრუქტურის იმიტაციაა შექმნილი. ამგვარი გეგმარება და კომპოზიცია, ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში არ არის ცნობილი და ამ მხრივ, უნიკალურია.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4671
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: მთაწმინდის ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1859
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.7888873
Y: 41.69583194