{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4070?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4070?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/4070?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "4070",
  "properties" : {
    "ObjectID" : 4070,
    "ID" : 4070,
    "Name" : "მამა დავითის ეკლესია",
    "FullName" : "მამა დავითის ეკლესია",
    "Description" : "აგურის წყობით ნაშენი, მამა დავითის ტაძარი საშუალო ზომის ნაგებობაა (18.4X10.2მ. სიმ. - 24მ), თუმცა, თითქმის, თბილისის მთელი ცენტრალური ნაწილიდან მოჩანს და ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. იგი კომპლექსის მთავარი ნაგებობაა, რომელშიც ასევე შედის ფერისცვალების სამრეკლო-სამლოცველო, მამა დავითის სენაკი-სამლოცველო, აგურის წყობის, მცირე სტილიზებული გუმბათიანი ეკლესია წმ. ლუკიანეს ნიშთან და წყარო ტაძრის დასავლეთით, კლდის ძირში. ეზოში მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონია. ზეპირი გადმოცემით, რომელსაც იმოწმებს პლატონ იოსელიანი, აქ ეკლესია ჯერ კიდევ, ასურელი მამის წმ. დავითის დროს აშენებულა VI ს-ში, ხოლო, IX ს-ში ათონელ ბერებს ღმრთისმშობლის მონასტერი დაუარსებიათ. ეგნატე იოსელიანი კი, გვაუწყებს, რომ დანგრეული ეკლესიის ნაცვლად, 1542 წ. ახალი ეკლესია აუგიათ მღვდელმონაზონ დავით და ნიკოლაოს გაბაშვილებს. ვახუშტი ბატონიშვილის დროს მონასტერი უკვე დაცარიელებული ყოფილა და 1810 წელს თბილისელი დედების ღვაწლით და ქაშუეთის მღვდლის, თომა გრიგორიევის (ფირალიშვილის) ძალისხმევით ფერისცვალების ახალი ეკლესია აშენებულა. 1817 წ. ააგეს მცირე სამრეკლო და იმავდროულად, ეკლესიამდე მიიყვანეს გზა სერპანტინი. 1859 წ. დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა, რომელიც დასრულდა 1877 წ. 1891 წწ. ეკლესიასთან დაარსდა სამრევლო საქალებო სკოლა. XX ს-ის დასაწყისში ძველი სამრეკლოს ადგილზე აშენდა სამლოცველო, ფანჩატურიანი სამრეკლოთი. 2007 წელს ტაძრის აბსიდის ქვეშ გამოვლინდა უფრო ადრეული ეკლესიის აბსიდის ნაშთები აგურისა და ფლეთილი ქვის მონაცვლეობით. გამოვლინდა ასევე, კამარით გადახურული აკლდამის ნაშთიც.    \r\nეკლესია აღმოსავლეთით შვერილი ნახევარწრიული აბსიდით სრულდება, დასავლეთ მონაკვეთში კი, პატრონიკეა მოწყობილი, რომლის აივანზე კედლის სისქეში დატანილი კიბით შეიძლება მოხვედრა. ტაძრის ინტერიერი მთლიანადაა მოხატული XIX ს-ის დასასრულს. \r\nეკლესია ფსევდოკლასიცისტური სტილისაა და მასში ასახულია ქართული და რუსული საეკლესიო არქიტექტურის სტრუქტურა და სტილი. ნაგებობის ინტერიერი პრაქტიკულად, დარბაზული მოცულობაა, რომელიც დასრულებულია ტრომპებზე გადაყვანილი გუმბათით. ექსტერიერში კი, ჯვარგუმბათოვანი სტრუქტურის იმიტაციაა შექმნილი. ამგვარი გეგმარება და კომპოზიცია, ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში არ არის ცნობილი და ამ მხრივ, უნიკალურია.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4671",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "მთაწმინდის ქ./16",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "1859",
    "InitialFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა;",
    "CurrentFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.788887299999999,
    "Y" : 41.695831939999998
  }
}