ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3864
ObjectID: 3864
ID: 3864
Name: სიონის სამრეკლო (ახალი)
FullName: სიონის სამრეკლო
Description: ახალი სამრეკლო, სიონის ტაძრის დასავლეთით, აშენდა 1812 წელს. ეს იყო საეკლესიო მშენებლობის სფეროში რუსული ხელისუფლების პირველი, დიდი პროექტი თბილისში. სამრეკლოს ჩრდილოეთ ფასადზე დატანილი წარწერა მოიხსენიებს იმპერატორ ალექსანდრე I-ს და საქართველოს ეგზარქოსს, ვარლამ ქსნის ერისთავს. სამრეკლოს სამსართულიანი, აგურით ნაგები შენობა გვიანი კლასიციზმის დამახასიათებელი ნიმუშია. პირველ სართულს ოთხი მხრიდან ევლება ტოსკანური ორდერის კოლონადა, რომელსაც ეფუძნება ანტაბლემენტი. ფრიზი შედგება ტრიგლიფებისა და მეტოპებისაგან, რომლებშიც წრიული მედალიონებია ჩასმული. ანტაბლემენტს აგვირგვინებს ძლიერ გამოწეული, პროფილირებული კარნიზი. პირველ სართულზე მოწყობილია პატარა ოთახი და ზემოთ ასასვლელი კიბე. მეორე სართული ოთხივე მხარეს თაღებით არის გახსნილი და კუთხეებში იონიური ნახევარსვეტები აუყვება. მესამე, ასევე თაღებით გახსნილი სართულის კედლები რუსტირებულია. აქ თაღები უფრო ფართოა და იარუსს ფანჩატურის სახე აქვს. ის საკუთრივ სამრეკლოა და ზარებისთვის არის განკუთვნილი. მეორე და მესამე სართულზე აგურის წყობა შეულესავია. შენობას აგვირგვინებს პატარა გუმბათი და მასზე აღმართული, მაღალი წვეტიანი შპილი, რომლებიც თუნუქით არის დაბურული.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4878
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: სიონის ქ./
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1812 წელი
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80711775
Y: 41.69125995