{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3864?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3864?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3864?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3864",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3864,
    "ID" : 3864,
    "Name" : "სიონის სამრეკლო (ახალი)",
    "FullName" : "სიონის სამრეკლო ",
    "Description" : "ახალი სამრეკლო, სიონის ტაძრის დასავლეთით, აშენდა 1812 წელს. ეს იყო საეკლესიო მშენებლობის სფეროში რუსული ხელისუფლების პირველი, დიდი პროექტი თბილისში.\r\nსამრეკლოს ჩრდილოეთ ფასადზე დატანილი წარწერა მოიხსენიებს იმპერატორ ალექსანდრე I-ს და საქართველოს ეგზარქოსს, ვარლამ ქსნის ერისთავს.\r\nსამრეკლოს სამსართულიანი, აგურით ნაგები შენობა გვიანი კლასიციზმის დამახასიათებელი ნიმუშია. პირველ სართულს ოთხი მხრიდან ევლება ტოსკანური ორდერის კოლონადა, რომელსაც ეფუძნება ანტაბლემენტი. ფრიზი შედგება ტრიგლიფებისა და მეტოპებისაგან, რომლებშიც წრიული მედალიონებია ჩასმული. ანტაბლემენტს აგვირგვინებს ძლიერ გამოწეული, პროფილირებული კარნიზი.                                                                                        \r\nპირველ სართულზე მოწყობილია პატარა ოთახი და ზემოთ ასასვლელი კიბე. მეორე სართული ოთხივე მხარეს თაღებით არის გახსნილი და კუთხეებში იონიური ნახევარსვეტები აუყვება. მესამე, ასევე თაღებით გახსნილი სართულის კედლები რუსტირებულია. აქ თაღები უფრო ფართოა და იარუსს ფანჩატურის სახე აქვს. ის საკუთრივ სამრეკლოა და ზარებისთვის არის განკუთვნილი. მეორე და მესამე სართულზე აგურის წყობა შეულესავია. შენობას აგვირგვინებს პატარა გუმბათი და მასზე აღმართული, მაღალი წვეტიანი შპილი, რომლებიც თუნუქით არის დაბურული. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4878",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "სიონის ქ./",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "1812 წელი",
    "InitialFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა;",
    "CurrentFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.807117750000003,
    "Y" : 41.691259950000003
  }
}