CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3817
ObjectID: 3817
ID: 3817
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ტრამვაის მუშათა საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის დავით აღმაშენებლის გამზირის #191-ში მდებარე კორპუსიც, 1928 წელს არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით დავით აღმაშენებლის გამზირზე აშენდა. იმ დროისთვის მიკრორაიონირება, როგორც ახალი ქალაქმშენებლობითი კონცეფციის ნაწილი, ფუნქციურ-გეგმარებით სიახლეს წარმოადგენდა. მიკრორაიონს განაშენიანების მულტიპროფილურობა და მოსახლეობის მომსახურების საფეხურობრივი სისტემა ედო საფუძვლად. კომპლექსში შედიოდა 12 საცხოვრებელი კორპუსი (ამჟამად 8 კორპუსია შემორჩენილი), რომლებიც ექვს პარალელურ რიგს ქმნიდა. კვარტლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გათვალისწინებული იყო ეზოებისთვის, სპორტული და სათამაშო მოედნებისთვის. პროექტში ასევე ჩადებული იყო აბანო, სამრეცხაო, მაღაზიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, საბავშვო დაწესებულებები. მოცემული შენობა კომპლექსის დანარჩენი ნაგებობების მსგავსად ერთიანი არქიტექტურული ჩანაფიქრის განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, ეს კონკრეტული სახლი თითქმის არ განსხვავდება დანარჩენი ნაგებობებისაგან, ზოგიერთის იდენტურიც კია. მაგალითად, ამ შენობის მიახლოებულ ანალოგიას წარმოადგენს მისგან მარცხნივ, დავით აღმაშენებლის გამზირის #193-ში მდებარე სახლი. სწორედ ამ ორ კორპუსს შორისაა მოწყობილი მცირე სკვერი. ნიშანდობლივია, რომ სკვერს გადასცქერის ამ შენობათა არა სადარბაზოებიანი ფასადი, არამედ მოპირდაპირე, ცენტრალურ ნაწილში ლოჯიებით გახსნილი ფასადი. #193-სი მდებარე სახლის დახასიათება #191-ის შემთხვევაში მეტწილად იგივეობრივია: კორპუსი სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია, სამი სადარბაზო შესასვლელით. გეგმარებით ხაზოვანი შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას და მთავარი სამხრეთის ფასადი დ. აღმაშენებლის გამზირს გადაჰყურებს, ხოლო ჩრდილოეთით წაგრძელებული გეგმა შიდა ეზოსკენ არის განვითარებული. კორპუსის არქიტექტურულ მასათა დანაწევრება სამ ძირითად მოცულობად ხდება, სადაც აქტიურია რიზალიტური შვერილებისა (სადარბაზო შესასვლელების მხარეს წახნაგოვანი შვერილები მის პარალელურ, ლოჯიებით გაწყობილ ფასადზე განაპირა სწორკუთხა რიზალიტების სახით გამოდის) და ღია ლოჯია-ტერასების გამოყენება. დამახასიათებელია ლოჯიებით გახსნილი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ სამხრეთ ფასადის კომპოზიციური გადაწყვეტა _ პირველი და მეორე სართულის დონეზე ლოჯიებს ერთიანი კედლის პილასტრი აერთიანებს; ლოჯიების თაღების ფორმა ამ შემთხვევაშიც ისევე, როგორც კომპლექსის დანარჩენ ნაგებობებზე, სამსახოვანია, კერძოდ, პირველ სართულზე სწორკუთხაა, მეორეზე _ სამყურა, მესამეზე _ წახნაგოვანი. შენობის ფასადური ნახაზი მაღალ ცოკოლსა და ძლიერად შვერილ კარნიზს შორის მოქცეულ კედლის სიბრტყეზე სიმეტრიულად განთავსებულ ღიობთა სისტემას მოიცავს, რკინისმოაჯირიანი მომცრო აივნებით მეორე და მესამე სართულის დონეზე (მესამე სართულის აივნები წინფრებით არის გადახურული) და შეისრული სარკმლების განსხვავებული რიგით მეორე სართულის გასწვრივ. რკინის მოაჯირებით გაწყობილი, ღია და კარგად განათებული სადარბაზოები ქვისმარშიანი და რკინის მოაჯირიანი კიბეებით არის გაწყობილი. სარდაფის მაქსიმალური სიმაღლე 3 მეტრს აღწევს; სარდაფის სათავსოები ეზოს მხარეს ნახევარსარკმლებით გამოდის. სახლს ასრულებს ლითონის საფარით გადახურული სხვენი, რომლის განათებისა და განიავების მთავარ წყაროს სამერცხლე სარკმლები წარმოადგენს. საფასადო ნაძერწი პლასტიკა ქუჩის სამხრეთ ფასადზეა თავმოყრილი და მოიცავს ნალესობაში გამოყვანილ მცენარეული ორნამენტითა და ხოხბების სტილიზებული გამოსახულებებით გაფორმებული ლოჯიების პარაპეტებს და პილასტრთა კაპიტელებს. დეკორის ელემენტები ისლამურ-მავრული არქიტექტურული მოტივებისა და ქართული ,,ეროვნული სტილის” დეკორატიული პროგრამიდან ცალკეული ნიმუშების გამოყენებას ეფუძნება. ცალკე აღსანიშნავია მინაშენების პრობლემაც, განსაკუთრებით მეორეხარისხოვან და ეზოს პერიმეტრზე მიმართულ ფასადებზე. შენობას ოთხი მინაშენი აქვს, ძირითადად აივნების მიდამოებში. ღია ლოჯიებისა თავდაპირველი სისტემა მოგვიანებით საცხოვრებელი ფართის გაზრდის სურვილმა ერთიანად ამოაშენა და შუშაბანდად აქცია, ხოლო სამხრეთ ფასადი ღია ტერასა რატომღაც არაა ამოშენებული და განიერი წინფრით არის გადახურული, რაც, თავისთავად უარყოფითად მოქმედებს შენობის ავთენტურობის ხარისხზე. სახლი მემორიალურია: აქ 1975-1993 წლებში ცხოვრობდა პაატა გვარჯალაძე, რომელიც აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაიღუპა. დავით აღმაშენებლის გამზირის #191-ში მდებარე კორპუსზე ბოლო წლების მანძილზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რასაც ფასადებისა და მინაშენების განახლება, სახურავის გამოცვლა-განახლება მოჰყვა. თუმცა სარდაფის მაღალი ტენიანობა გადაუჭრელი პრობლემაა დღესაც. შენობის ავთენტურობა, რიგი უხეში ჩარევის მიუხედავად, მეტწილად შენარჩუნებულია, რადგან მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა ჯერ კიდევ თავდაპირველია. აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება, მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4194
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./191
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1928 წელი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction:
საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
Accuracy: სწორია
X: 44.78973409
Y: 41.72051739