{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3817?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3817?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3817?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3817",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3817,
    "ID" : 3817,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "ტრამვაის მუშათა საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის დავით აღმაშენებლის გამზირის #191-ში მდებარე კორპუსიც, 1928 წელს არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით დავით აღმაშენებლის გამზირზე აშენდა. იმ დროისთვის მიკრორაიონირება, როგორც ახალი ქალაქმშენებლობითი კონცეფციის ნაწილი, ფუნქციურ-გეგმარებით სიახლეს წარმოადგენდა. მიკრორაიონს განაშენიანების მულტიპროფილურობა და მოსახლეობის მომსახურების საფეხურობრივი სისტემა ედო საფუძვლად. კომპლექსში შედიოდა 12 საცხოვრებელი კორპუსი (ამჟამად 8 კორპუსია შემორჩენილი), რომლებიც ექვს პარალელურ რიგს ქმნიდა. კვარტლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გათვალისწინებული იყო ეზოებისთვის, სპორტული და სათამაშო მოედნებისთვის. პროექტში ასევე ჩადებული იყო აბანო, სამრეცხაო, მაღაზიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, საბავშვო დაწესებულებები. \r\nმოცემული შენობა კომპლექსის დანარჩენი ნაგებობების მსგავსად ერთიანი არქიტექტურული ჩანაფიქრის განუყოფელი ნაწილია. შეიძლება ითქვას, ეს კონკრეტული სახლი თითქმის არ განსხვავდება დანარჩენი ნაგებობებისაგან, ზოგიერთის იდენტურიც კია. მაგალითად, ამ შენობის მიახლოებულ ანალოგიას წარმოადგენს მისგან მარცხნივ, დავით აღმაშენებლის გამზირის #193-ში მდებარე სახლი. სწორედ ამ ორ კორპუსს შორისაა მოწყობილი მცირე სკვერი. ნიშანდობლივია, რომ სკვერს გადასცქერის ამ შენობათა არა სადარბაზოებიანი ფასადი, არამედ მოპირდაპირე, ცენტრალურ ნაწილში ლოჯიებით გახსნილი ფასადი. \r\n#193-სი მდებარე სახლის დახასიათება #191-ის შემთხვევაში მეტწილად იგივეობრივია: კორპუსი სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია, სამი სადარბაზო შესასვლელით. გეგმარებით ხაზოვანი შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას და მთავარი სამხრეთის ფასადი დ. აღმაშენებლის გამზირს გადაჰყურებს, ხოლო ჩრდილოეთით წაგრძელებული გეგმა შიდა ეზოსკენ არის განვითარებული. კორპუსის არქიტექტურულ მასათა დანაწევრება სამ ძირითად მოცულობად ხდება, სადაც აქტიურია რიზალიტური შვერილებისა (სადარბაზო შესასვლელების მხარეს წახნაგოვანი შვერილები მის პარალელურ, ლოჯიებით გაწყობილ ფასადზე განაპირა სწორკუთხა რიზალიტების სახით გამოდის) და ღია ლოჯია-ტერასების გამოყენება. დამახასიათებელია ლოჯიებით გახსნილი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ სამხრეთ ფასადის კომპოზიციური გადაწყვეტა _ პირველი და მეორე სართულის დონეზე ლოჯიებს ერთიანი კედლის პილასტრი აერთიანებს; ლოჯიების თაღების ფორმა ამ შემთხვევაშიც ისევე, როგორც კომპლექსის დანარჩენ ნაგებობებზე, სამსახოვანია, კერძოდ, პირველ სართულზე სწორკუთხაა, მეორეზე _ სამყურა, მესამეზე _ წახნაგოვანი. \r\nშენობის ფასადური ნახაზი მაღალ ცოკოლსა და ძლიერად შვერილ კარნიზს შორის მოქცეულ კედლის სიბრტყეზე სიმეტრიულად განთავსებულ ღიობთა სისტემას მოიცავს, რკინისმოაჯირიანი მომცრო აივნებით მეორე და მესამე სართულის დონეზე (მესამე სართულის აივნები წინფრებით არის გადახურული) და შეისრული სარკმლების განსხვავებული რიგით მეორე სართულის გასწვრივ. რკინის მოაჯირებით გაწყობილი, ღია და კარგად განათებული სადარბაზოები ქვისმარშიანი და რკინის მოაჯირიანი კიბეებით არის გაწყობილი. \r\nსარდაფის მაქსიმალური სიმაღლე 3 მეტრს აღწევს; სარდაფის სათავსოები ეზოს მხარეს ნახევარსარკმლებით გამოდის. სახლს ასრულებს ლითონის საფარით გადახურული სხვენი, რომლის განათებისა და განიავების მთავარ წყაროს სამერცხლე სარკმლები წარმოადგენს. \r\nსაფასადო ნაძერწი პლასტიკა ქუჩის სამხრეთ ფასადზეა თავმოყრილი და მოიცავს ნალესობაში გამოყვანილ მცენარეული ორნამენტითა და ხოხბების სტილიზებული გამოსახულებებით გაფორმებული ლოჯიების პარაპეტებს და პილასტრთა კაპიტელებს. დეკორის ელემენტები ისლამურ-მავრული არქიტექტურული მოტივებისა და ქართული ,,ეროვნული სტილის” დეკორატიული პროგრამიდან ცალკეული ნიმუშების გამოყენებას ეფუძნება. \r\nცალკე აღსანიშნავია მინაშენების პრობლემაც, განსაკუთრებით მეორეხარისხოვან და ეზოს პერიმეტრზე მიმართულ ფასადებზე. შენობას ოთხი მინაშენი აქვს, ძირითადად აივნების მიდამოებში. ღია ლოჯიებისა თავდაპირველი სისტემა მოგვიანებით საცხოვრებელი ფართის გაზრდის სურვილმა ერთიანად ამოაშენა და შუშაბანდად აქცია, ხოლო სამხრეთ ფასადი ღია ტერასა რატომღაც არაა ამოშენებული და განიერი წინფრით არის გადახურული, რაც, თავისთავად უარყოფითად მოქმედებს შენობის ავთენტურობის ხარისხზე. \r\nსახლი მემორიალურია: აქ 1975-1993 წლებში ცხოვრობდა პაატა გვარჯალაძე, რომელიც აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაიღუპა. \r\nდავით აღმაშენებლის გამზირის #191-ში მდებარე კორპუსზე ბოლო წლების მანძილზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რასაც ფასადებისა და მინაშენების განახლება, სახურავის გამოცვლა-განახლება მოჰყვა. თუმცა სარდაფის მაღალი ტენიანობა გადაუჭრელი პრობლემაა დღესაც. \r\nშენობის ავთენტურობა, რიგი უხეში ჩარევის მიუხედავად, მეტწილად შენარჩუნებულია, რადგან მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა ჯერ კიდევ თავდაპირველია. აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება, მხატვრული გადაწყვეტის დაცვა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4194",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./191",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1928 წელი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.789734090000003,
    "Y" : 41.720517389999998
  }
}