CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3787
ObjectID: 3787
ID: 3787
Name: ანჩისხატის სამრეკლო
FullName: ანჩისხატის სამრეკლო
Description: ანჩისხატის სამრეკლო გვიანი შუა საუკუნეების თბილისის გამორჩეული საეკლესიო ნაგებობაა. აგებულია ქართლის კათალიკოს დომენტი III მუხრანბატონიშვილის შეკვეთით. სამრეკლოს დასავლეთი ფასადის აგურის წყობაში ჩასმულ ქვის ფილაზე მხედრული წარწერაა: „ჩუჱნ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონის შვილმან კათოლიკოზმან დომენტი აღუაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლისა შანავაზისასსა. ქორონიკონსა ტნიგ (363)“ - 1312+363 = 1675წ. შავთელის ქუჩის პერიმეტრზე მდგომი სამრეკლო აგებულია "ქართული" აგურის შეულესავი წყობით, ორსართულიანია და აქვს კუბური ფორმა. ზემოდან ადგას რვა ქვის სვეტზე გაწყობილი, თაღედიანი ფანჩატური აგურის კარვისებური გადახურვით. სამრეკლოს პირველი სართული ორმაგი თაღით არის გახსნილი და ანჩისხატის ეკლესიაში შესასვლელ კამაროვან კარიბჭეს წარმოადგენს. მეორე სართულზე სათავსებია განლაგებული. ფასადებზე დატანილია მართკუთხა და თაღოვანი (ეკლესიისკენ) ღიობები. სამრეკლოს სტრუქტურაში უკვე საკმაოდაა შემოჭრილი აღმოსავლური მოტივები, თუმცა, ეს მოტივები შეჯერებულია ქართულ ხუროთმოძღვრებასთან და მისი ტრადიციული, არქიტექტურული ესთეტიკის გამგრძელებელია. პირველი სართულის ორივე თაღი აგურის წყობით არის გადაყვანილი და შეისრულია. საფასადო თაღი მართკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. პორტალის შეღრმავებული სიბრტყე აგურის ხალიჩისებური წყობისაა. იგი ფლანკირებულია ორიარუსიანი თაღოვანი ნიშებით. ქვედა დაბალ შეისრულ თაღში შეისრულივე ფორმის ლითონის ჭვირული ჭიშკარია ჩასმული. დაქანებული რელიეფის გამო, ქუჩიდან (დასავლეთიდან) კარიბჭეში ქვის საფეხურებიანი კიბეა მოწყობილი ეკლესიის ეზოში ჩასასვლელად.
ქვის სვეტებიანი, რვათაღიანი ფანჩატური სამრეკლოს კუბურ მოცულობასთან შედარებით, მომცრო დიამეტრისაა. ამგვარი პროპორციული უთანაბრობა დამახასიათებელია გვიანი შუა საუკუნეებისათვის. ამასთან, ფანჩატური ოდნავ, დაძრულია კუბური მოცულობის შუა ღერძიდან და გვერდით გადაწეული, უკეთ აღიქმება ვიწრო ქუჩიდან, რაც სამრეკლოს ამგების არქიტექტურულ ოსტატობაზე მეტყველებს. ანჩისხატის ეკლესიასთან ერთად 1960-იან წლებში მოხდა დაზიანებული სამრეკლოს რესტავრაციაც და იგი აღდგა თავდაპირველი საფასადო სახით - არქიტექტორ-რესტავრატორი რ. გვერდწითელი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5072
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: შავთელის ქ./7
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-17 საუკუნე
InitialFunction:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა;რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო;
CurrentFunction:
რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა;რელიგიური, რიტუალური>>სამრეკლო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80662011
Y: 41.69550348