{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3787?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3787?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3787?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3787",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3787,
    "ID" : 3787,
    "Name" : "ანჩისხატის სამრეკლო",
    "FullName" : "ანჩისხატის სამრეკლო",
    "Description" : "ანჩისხატის სამრეკლო გვიანი შუა საუკუნეების თბილისის გამორჩეული საეკლესიო ნაგებობაა. აგებულია ქართლის კათალიკოს დომენტი III მუხრანბატონიშვილის შეკვეთით. სამრეკლოს დასავლეთი ფასადის აგურის წყობაში ჩასმულ ქვის ფილაზე მხედრული წარწერაა: „ჩუჱნ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონის შვილმან კათოლიკოზმან დომენტი აღუაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლისა შანავაზისასსა. ქორონიკონსა ტნიგ (363)“ - 1312+363 = 1675წ. შავთელის ქუჩის პერიმეტრზე მდგომი სამრეკლო აგებულია \"ქართული\" აგურის შეულესავი წყობით, ორსართულიანია და აქვს კუბური ფორმა. ზემოდან ადგას რვა ქვის სვეტზე გაწყობილი, თაღედიანი ფანჩატური აგურის კარვისებური გადახურვით. სამრეკლოს პირველი სართული ორმაგი თაღით არის გახსნილი და ანჩისხატის ეკლესიაში შესასვლელ კამაროვან კარიბჭეს წარმოადგენს. მეორე სართულზე სათავსებია განლაგებული. ფასადებზე დატანილია მართკუთხა და თაღოვანი (ეკლესიისკენ) ღიობები.                                                                   \r\nსამრეკლოს სტრუქტურაში უკვე საკმაოდაა შემოჭრილი აღმოსავლური მოტივები, თუმცა, ეს მოტივები შეჯერებულია ქართულ ხუროთმოძღვრებასთან და მისი ტრადიციული, არქიტექტურული ესთეტიკის გამგრძელებელია. პირველი სართულის ორივე თაღი აგურის წყობით არის გადაყვანილი და შეისრულია. საფასადო თაღი მართკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. პორტალის შეღრმავებული სიბრტყე აგურის ხალიჩისებური წყობისაა. იგი ფლანკირებულია ორიარუსიანი თაღოვანი ნიშებით. ქვედა დაბალ შეისრულ თაღში შეისრულივე ფორმის ლითონის ჭვირული ჭიშკარია ჩასმული. დაქანებული რელიეფის გამო, ქუჩიდან (დასავლეთიდან) კარიბჭეში ქვის საფეხურებიანი კიბეა მოწყობილი ეკლესიის ეზოში ჩასასვლელად.\r\nქვის სვეტებიანი, რვათაღიანი ფანჩატური სამრეკლოს კუბურ მოცულობასთან შედარებით, მომცრო დიამეტრისაა. ამგვარი პროპორციული უთანაბრობა დამახასიათებელია გვიანი შუა საუკუნეებისათვის. ამასთან, ფანჩატური ოდნავ, დაძრულია კუბური მოცულობის შუა ღერძიდან და გვერდით გადაწეული, უკეთ აღიქმება ვიწრო ქუჩიდან, რაც სამრეკლოს ამგების არქიტექტურულ ოსტატობაზე მეტყველებს.                                                     \r\nანჩისხატის ეკლესიასთან ერთად 1960-იან წლებში მოხდა დაზიანებული სამრეკლოს რესტავრაციაც და იგი აღდგა თავდაპირველი საფასადო სახით - არქიტექტორ-რესტავრატორი რ. გვერდწითელი.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5072",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "შავთელის ქ./7",
    "Period" : "შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.\u003e\u003eგვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.",
    "ExactDate" : "მე-17 საუკუნე",
    "InitialFunction" : "\nრელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა;რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსამრეკლო;",
    "CurrentFunction" : "\nრელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა;რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსამრეკლო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.806620109999997,
    "Y" : 41.695503479999999
  }
}