ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3598
ObjectID: 3598
ID: 3598
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის შუა ხნის, 1860 წლის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება. შენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით ანფილადური, გალერეებიანი წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ, დიდი ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. შენობის ფასადები ატარებს რენესანსისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს სარკმელების რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით, პილასტრებით და დასრულებულია ყრუ პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია, თუმცა ადგილებში ჩამოცვენილია ბათქაში და მოსჩანს აგურის წყობა. აღსანიშნავია მოზრდილი ხის მრავალთაღიანი (სამყურა თაღები) შემინული აივანი ფასადის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გამოირჩევა ჭვირული ხეზე ჭრის დეტალებით, ასევე სვეტებისა და ლავგარდანის დამუშავებით. ფასადი გამორჩევა პროფილირებული არქივოლტებით მორთული მეორე სართულის სარკმელებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა დეკორატიული ლესვა, საპირეები, ალათების დეკორი და ხის დეკორატიული ელემენტები. სახლს აქვს ერთი სადარბაზო, რომლის ინტერიერი შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და ხისავე რიკულებიანი მოაჯირი. ასევე საინტერესოა სადარბაზოში შესასვლელი ხის კარის სადა დეკორი. სადარბაზოდან შესაძლებელია ეზოს მხარეს არსებულ ხის გალერეისებრ აივანზე მოხვედრა. შიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია. აივანი გამოირჩევა ხის ცხაურებიანი მოაჯირებით, ხის სვეტებისა და კარნიზების დეკორით. საინტერესოა ღიობების პროფილირებული არქივოლტებით დამუშავება. ეზოში გვხვდება მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბე. სახლს აქვს ორი მინაშენი პირველი სართულის დონეზე. ერთი მათგანი წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს შესასვლელით, მეორე კი მიტოვებული და უკვე ჩამოშლილი ერთ სართულიანი საცხოვრებელი ფართია. სახლის ეზო მოასფალტებულია და მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან ლითონის ჭიშკრის საშუალებით. შენობას აქვს სარდაფები, რომელთა კედლები ქართული აგურისა და ბუნებრივი ქვის შერეული წყობით არის ამოყვანილი, ჭერის სიმაღლე მიახლოებით 2,8-3 მ-ია და მათში ჩასვლა შესაძლებელია ეზოს მხრიდან.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4532
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: კოჯრის ქ./5
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი, 1860
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სასაწყობო>>საწყობი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79482459
Y: 41.68923947