{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3598?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3598?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3598?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3598",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3598,
    "ID" : 3598,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის შუა ხნის, 1860 წლის საერო ნაგებობის ნიმუშს. ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვანია უბნის ისტორიულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებისათვის. უჭირავს დომინანტის როლი არსებულ ისტორიულ განაშენიანებაში და აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება.\nშენობა 2 სართულიანია და გეგმარებითი სტრუქტურის მიხედვით  ანფილადური, გალერეებიანი წყობისაა. მორფოლოგიურად აქვს კუთხისებური ფორმა ფასადით ქუჩისკენ,  დიდი ეზოთი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქართული აგური. ხის ნივნივებიანი სასხვენო გადახურვა დახურულია თუნუქის ფურცლებით. სახურავზე მოხვედრა შესაძლებელია სამერცხლეების საშუალებით. \nშენობის ფასადები ატარებს რენესანსისა და თბილისური აივნიანი სახლის სტილისტურ ნიშნებს. მისი ქუჩის მხარეს გამავალი ცენტრალური ფასადი დამუშავებულია  სიმეტრიული საფასადე კომპოზიციით და წარმოადგენს სარკმელების რითმულ წყობას, დაყოფილს სართულშუა კარნიზით, პილასტრებით და დასრულებულია ყრუ პარაპეტით. ფასადი შელესილი და შეღებილია, თუმცა ადგილებში ჩამოცვენილია ბათქაში და მოსჩანს აგურის წყობა. აღსანიშნავია მოზრდილი ხის მრავალთაღიანი (სამყურა თაღები) შემინული აივანი ფასადის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც გამოირჩევა ჭვირული ხეზე ჭრის დეტალებით, ასევე სვეტებისა და ლავგარდანის დამუშავებით. ფასადი გამორჩევა პროფილირებული არქივოლტებით მორთული მეორე სართულის სარკმელებით. საინტერესოა ფასადის მცირე პლასტიკა, გვხვდება ისეთი ელემენტები, როგორებიცაა დეკორატიული ლესვა, საპირეები, ალათების დეკორი და ხის დეკორატიული ელემენტები.\nსახლს აქვს ერთი სადარბაზო, რომლის ინტერიერი შელესილი და შეღებილია. დათვალიერებისას აღნიშვნას იმსახურებს ხის კიბე და ხისავე რიკულებიანი მოაჯირი. ასევე საინტერესოა სადარბაზოში შესასვლელი ხის კარის სადა დეკორი. სადარბაზოდან შესაძლებელია ეზოს მხარეს არსებულ ხის გალერეისებრ აივანზე მოხვედრა. \nშიდა ეზოს ფასადები გადაწყვეტილია ხის გალერეისებრი აივნების კომპოზიციით, რომელთა ნაწილი ამოშენებული ან შემინულია. აივანი გამოირჩევა ხის ცხაურებიანი მოაჯირებით, ხის სვეტებისა და კარნიზების დეკორით. საინტერესოა ღიობების პროფილირებული არქივოლტებით დამუშავება. ეზოში გვხვდება მეორე სართულზე ასასვლელი ხის კიბე. სახლს აქვს ორი მინაშენი პირველი სართულის დონეზე. ერთი მათგანი წარმოადგენს საცხოვრებელ ფართს შესასვლელით, მეორე კი მიტოვებული და უკვე ჩამოშლილი ერთ სართულიანი საცხოვრებელი ფართია.\nსახლის ეზო მოასფალტებულია და მასში მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან ლითონის ჭიშკრის საშუალებით.\nშენობას აქვს სარდაფები, რომელთა კედლები ქართული აგურისა და ბუნებრივი ქვის შერეული წყობით არის ამოყვანილი, ჭერის სიმაღლე მიახლოებით 2,8-3 მ-ია და მათში ჩასვლა შესაძლებელია ეზოს მხრიდან.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4532",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "კოჯრის ქ./5",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი, 1860",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;სასაწყობო\u003e\u003eსაწყობი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.794824589999997,
    "Y" : 41.689239469999997
  }
}