ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3563
ObjectID: 3563
ID: 3563
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ორსართულიანი სახლი სარდაფით ე. წ. ქართული აგურით ნაგებ თბილისურ საცხოვრებელს წარმოადგენს, რომლის გეგმარებითი სტრუქტურა რუსულ “პ”-ს უახლოვდება. სახლი ფასადით ვიწრო, ცალმხარეს გახსნილი ეზოსკენ არის მიმართული, ხოლო ქუჩის პირზე ვიწრო ნახევარფასადით გამოდის. ეს უკანასკნელი შელესილია და დაფერვის გარეშეა დატოვებული. მისი I სართულის მონაკვეთი სამი სწორკუთხა ფანჯრის ღიობით ნაწევრდება (აქედან ერთი გვერდითა კედელზე გადის), ხოლო მეორე სართულზე ლითონის დახურული, აჟურულმოაჯირიანი აივანია გადმოკიდებული, რომელიც ორ ღიობს მოიცავს. აივანი სამ აჟურულ მოდულიონს ეყრდნობოდა. მარჯვენა კიდურა მოდულიონი დაკარგულია. სახლის ეზო ქუჩისგან დაბალი, ლითონის მოაჯირით დანაწევრებული ზღუდით იფარგლება. ზღუდის მარცხენა მონაკვეთში ლითონის ჭიშკარია განთავსებული. სახლის ეზოს მხარეს მიმართული ფასადის მარცხენა ნახევარი პირველ სართულზე სამყურათაღიანი, ხოლო მეორე სართულზე ჭვირულით შემკული აივნებით იხსნება. დამატებით დეკორატიულ აქცენტს არქიტრავებზე გაყოლებული კუწუბებიანი “არშია” წარმოადგენს. აივნის შიდა კედელი თაღოვანი ფანჯრის ღიობებით ნაწევრდება, რომელთაც გარს პროფილირებული, ნალესობაში გამოყვანილი საპირეები ევლება. ფასადის მარჯვენა მონაკვეთს კიბის უჯრედი აუყვება. ორმარშიან სწორკუთხა კიბეს მეორე სართულზე ჭვირულმოაჯირიანი სპირალური კიბე ენაცვლება, რომელიც აივნის სტრუქტურაშია ჩართული. სახლი #19 მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მატარებელია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის ისტორიულად ჩამოყალიბებული სახის შენარჩუნებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4693
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ნაკაშიძე ილიას ქ./19
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1893
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80453949
Y: 41.69534128