{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3563?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3563?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3563?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3563",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3563,
    "ID" : 3563,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "ორსართულიანი სახლი სარდაფით ე. წ. ქართული აგურით ნაგებ თბილისურ საცხოვრებელს წარმოადგენს, რომლის გეგმარებითი სტრუქტურა რუსულ “პ”-ს უახლოვდება. სახლი ფასადით ვიწრო, ცალმხარეს გახსნილი ეზოსკენ არის მიმართული, ხოლო ქუჩის პირზე ვიწრო ნახევარფასადით გამოდის. ეს უკანასკნელი შელესილია და დაფერვის გარეშეა დატოვებული. მისი I სართულის მონაკვეთი სამი სწორკუთხა ფანჯრის ღიობით ნაწევრდება  (აქედან ერთი გვერდითა კედელზე გადის), ხოლო მეორე სართულზე ლითონის დახურული, აჟურულმოაჯირიანი აივანია გადმოკიდებული, რომელიც ორ ღიობს მოიცავს. აივანი სამ აჟურულ მოდულიონს ეყრდნობოდა. მარჯვენა კიდურა მოდულიონი დაკარგულია. სახლის ეზო ქუჩისგან დაბალი, ლითონის მოაჯირით დანაწევრებული ზღუდით იფარგლება. ზღუდის მარცხენა მონაკვეთში ლითონის ჭიშკარია განთავსებული. სახლის ეზოს მხარეს მიმართული ფასადის მარცხენა ნახევარი პირველ სართულზე სამყურათაღიანი, ხოლო მეორე სართულზე ჭვირულით შემკული აივნებით იხსნება. დამატებით დეკორატიულ აქცენტს არქიტრავებზე გაყოლებული კუწუბებიანი “არშია” წარმოადგენს.  აივნის შიდა კედელი თაღოვანი ფანჯრის ღიობებით ნაწევრდება, რომელთაც გარს პროფილირებული, ნალესობაში გამოყვანილი საპირეები ევლება. ფასადის მარჯვენა მონაკვეთს კიბის უჯრედი აუყვება. ორმარშიან სწორკუთხა კიბეს მეორე სართულზე ჭვირულმოაჯირიანი სპირალური კიბე ენაცვლება, რომელიც აივნის სტრუქტურაშია ჩართული. სახლი #19 მაღალი მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მატარებელია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქუჩის ისტორიულად ჩამოყალიბებული სახის შენარჩუნებაში.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4693",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ნაკაშიძე ილიას ქ./19",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული, 1893",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.804539490000003,
    "Y" : 41.695341280000001
  }
}