ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3487
ObjectID: 3487
ID: 3487
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: აღნიშნულ მისამართზე მდებარე, ე.წ. რუსული აგურით ნაგები, მსხვილმასშტაბიანი, სამსართულიანი შენობა სარდაფითა და შიდა ეზოთი, ახოსპირელის გასასვლელისა და ჯიბლაძის ქუჩის კუთხეში დგას. ფასადები ერთმანეთის იდენტურადაა შემკული უხვი სამკაულით. ისინი შელესილია. საფასადო სიბრტყე მოვარდისფროდაა დაფერილი, ხოლო, მასზე დადებული, მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები თეთრია. ორივე ფასადზე პირველი სართული პროფილირებული სარტყელით არის გამიჯნული და რუსტირებულია. მათში გაჭრილ მართუკუთხა ფანჯრებს საჭექი ქვები აქვს. ზედა ორი სართული არ არის სარტყელის მეშვეობით გაყოფილი. მათ საპირეშემოვლებული ფანჯრების რიგი ანაწევრებს, რომლებიც სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული. მეორე სართულზე საპირეების ზემოთ პროფილირებული, მრუდხაზოვანი თავსართებია, კიდეებში პლასტიკურად ნაძერწი დეტალებით. მესამე სართულის საპირეების ძირი პროფილირებულია, თავზე კი მცენარეული მოტივით დაფარული, მართკუთხა ელემენტებია, რომელთაც, აქეთ-იქით, ნაძერწი დეტალები ახლავს. ისინი შენობის დამაგვირგვინებელ, პროფილირებულ კარნიზს ებჯინება. კარნიზის ზემოთ სადა პარაპეტია. ახოსპირელის გასასვლელის ქუჩის მხარეს შენობას ოთხი, აჟურულმოაჯირიანი, შეკიდული აივანი აქვს, ხოლო, ჯიბლაძის მხარეს - ორი. ახოსპირელის გასასვლელის მხარეს მიმართული ფასადის წინ მცირე მიწის ნაკვეთი ქუჩის დონესთან შედარებით დაბლაა და ლითონის, დეკორატიული მესერითაა მოფარგლული. მესერი ორ ნაწილად არის გაყოფილი. შუა ნაწილში სადარბაზოში შემავალი, ხის კარია მოთავსებული, რომელსაც ლითონის ცხაურები აქვს. კართან დაბლა არის სომხური წარწერა. სადარბაზოს ჭერში კი შემორჩენილია მხატვრობა. შიდა ეზოში მოხვედრა შესაძლებელია ჯიბლაძის ქუჩის მხრიდან მოთავსებული ტალანის მეშვეობით, რომელშიც რკინის ალაყაფის კარს შევყავართ. ეზოს მხრიდან შენობა თბილისური ტიპის აივნებით იხსნება. კუთხეში ლითონის, სპირალური კიბეა მოთავსებული. შენობა არქიტექტურულ-ურბანული თვალსაზრისით, ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს და დიდწილად მონაწილეობს ქუჩის მხატვრულ-ისტორიული სახის ჩამოყალიბებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3879
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ჯიბლაძე გიორგის ქ./7.ახოსპირელი ბეგლარის გას./3
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80421157
Y: 41.69073927