{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3487?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3487?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3487?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3487",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3487,
    "ID" : 3487,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "აღნიშნულ მისამართზე მდებარე, ე.წ. რუსული აგურით ნაგები, მსხვილმასშტაბიანი, სამსართულიანი შენობა სარდაფითა და შიდა ეზოთი, ახოსპირელის გასასვლელისა და ჯიბლაძის ქუჩის კუთხეში დგას. ფასადები ერთმანეთის იდენტურადაა შემკული უხვი სამკაულით. ისინი შელესილია. საფასადო სიბრტყე მოვარდისფროდაა დაფერილი, ხოლო, მასზე დადებული, მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები თეთრია.\nორივე ფასადზე პირველი სართული პროფილირებული სარტყელით არის გამიჯნული და რუსტირებულია. მათში გაჭრილ მართუკუთხა ფანჯრებს საჭექი ქვები აქვს. ზედა ორი სართული არ არის სარტყელის მეშვეობით გაყოფილი. მათ საპირეშემოვლებული ფანჯრების რიგი ანაწევრებს, რომლებიც სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული. მეორე სართულზე საპირეების ზემოთ პროფილირებული, მრუდხაზოვანი თავსართებია, კიდეებში პლასტიკურად ნაძერწი დეტალებით. მესამე სართულის საპირეების ძირი პროფილირებულია, თავზე კი მცენარეული მოტივით დაფარული, მართკუთხა ელემენტებია, რომელთაც, აქეთ-იქით, ნაძერწი დეტალები ახლავს. ისინი შენობის დამაგვირგვინებელ, პროფილირებულ კარნიზს ებჯინება. კარნიზის ზემოთ სადა პარაპეტია.                                                                                            ახოსპირელის გასასვლელის ქუჩის მხარეს შენობას ოთხი, აჟურულმოაჯირიანი, შეკიდული აივანი აქვს, ხოლო, ჯიბლაძის მხარეს - ორი. ახოსპირელის გასასვლელის მხარეს მიმართული ფასადის წინ მცირე მიწის ნაკვეთი ქუჩის დონესთან შედარებით დაბლაა და ლითონის, დეკორატიული მესერითაა მოფარგლული. მესერი ორ ნაწილად არის გაყოფილი. შუა ნაწილში სადარბაზოში შემავალი, ხის კარია მოთავსებული, რომელსაც ლითონის ცხაურები აქვს. კართან დაბლა არის სომხური წარწერა. სადარბაზოს ჭერში კი შემორჩენილია მხატვრობა.                                                                   შიდა ეზოში მოხვედრა შესაძლებელია ჯიბლაძის ქუჩის მხრიდან მოთავსებული ტალანის მეშვეობით, რომელშიც რკინის ალაყაფის კარს შევყავართ. ეზოს მხრიდან შენობა თბილისური ტიპის აივნებით იხსნება. კუთხეში ლითონის, სპირალური კიბეა მოთავსებული. შენობა არქიტექტურულ-ურბანული თვალსაზრისით, ღირებულ ნიმუშს წარმოადგენს და დიდწილად მონაწილეობს ქუჩის მხატვრულ-ისტორიული სახის ჩამოყალიბებაში.   ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3879",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ჯიბლაძე გიორგის ქ./7.ახოსპირელი ბეგლარის გას./3",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.80421157,
    "Y" : 41.690739270000002
  }
}