ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3486
ObjectID: 3486
ID: 3486
Name: კათოლიკური ეკლესია
FullName: ყოვლადწმიდა მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკური საკათედრო ტაძარი
Description: ღმრთისმშობლის მიძინების კათოლიკური ეკლესია 1804-1808 წლებში აშენდა კაპუცინი ბერების ინიციატივით. მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი ქართველმა კათოლიკეებმა - ზუბალაშვილებმა და ისარლიშვილებმა შესწირეს. თავდაპირველი სახით ეკლესია გვიანი კლასიციზმის ერთ-ერთი უადრესი ნიმუში იყო თბილისში. 1845 წელსთბილისში წმ. როზარის ძმობის წევრი პოლონელი მღვდლები ჩამოვიდნენ და სათავეში ჩაუდგნენ ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას. 1884-1886 წლებში ეკლესიის წინამძღვრის დიმიტრი თუმანიშვილის თაოსნობით შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა. აღმოსავლეთიდან მას დაემატა წაკვეთილკუთხეებიანი მინაშენი, ხოლო დასავლეთიდან - ნართექსი, რომელიც დასავლეთ ფასადზე განიერია და, შესაბამისად, მისი კიდეები სცდება ეკლესიის ძირითად მოცულობას. ამ დამატებების შემდეგ შენობის გეგმა, რომელიც მანამდე მართკუთხა იყო, ვიწროთავიანი T-ს მოხაზულობისა გახდა. მიშენებულ ნაწილებს მკვეთრად გამოხატული ნეოგოთიკური სახე აქვს. შეილესა და შეძლებისდაგვარად ამავე სტილზე გაფორმდა ეკლესიის ძველი ნაწილის ფასადები და ინტერიერი. შენობის განახლების შემდგომი ეტაპი 1900-იანი წლების დასაწყისზე მოდის. ამ დროს ეკლესიის წინამძღვრის პეტრე კალაიჯოვის მიერ შეძენილი იქნა ორღანი, რასაც პატრონიკის რეკონსტრუცია მოჰყვა. რეკონსტრუქციის პროექტი 1902 წელს შეადგინა არქიტექტორმა ალექსანდრ როგოისკიმ. თბილისის მიძინების ეკლესიის ამჟამინდელი სახე ძირითადად 1884-1886 წლების რეკონსტრუქციის შედეგად ჩამოყალიბდა, თუმცა მისმა აღმოსავლეთ მხარემ ნაწილობრივ შეინარჩუნა თავდაპირველი, 1804-1808 წლების არქიტექტურული ფორმები. დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებული დარბაზული ნაგებობა აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება. მის ორსავე მხარეს საკრისტიებია განლაგებული. დასავლეთით არის ორღანისათვის განკუთვნილი პატრონიკე - მეორე სართულის დონეზე ჩაშენებული ხის გალერეა, რომელიც წინა მხარეს ხისავე სვეტებს ეყრდნობა. დარბაზულ სივრცეს ხურავს ხის ძელაკებით აწყობილი და შელესილი ცრუ ჯვაროვანი კამარა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3702
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აბესაძე გიას ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: 1804-1808
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია;რელიგიური, რიტუალური>>სხვა კონფესიების რელიგიური/რწემან-წარმოდგენების ნაგებობები;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია;რელიგიური, რიტუალური>>სხვა კონფესიების რელიგიური/რწემან-წარმოდგენების ნაგებობები;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80353744
Y: 41.69278198