{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3486?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3486?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3486?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3486",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3486,
    "ID" : 3486,
    "Name" : "კათოლიკური ეკლესია",
    "FullName" : "ყოვლადწმიდა მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკური საკათედრო ტაძარი",
    "Description" : "ღმრთისმშობლის მიძინების კათოლიკური ეკლესია 1804-1808 წლებში აშენდა კაპუცინი ბერების ინიციატივით. მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი ქართველმა კათოლიკეებმა - ზუბალაშვილებმა და ისარლიშვილებმა შესწირეს. თავდაპირველი სახით ეკლესია გვიანი კლასიციზმის ერთ-ერთი უადრესი ნიმუში იყო თბილისში. \r\n1845 წელსთბილისში წმ. როზარის ძმობის წევრი პოლონელი მღვდლები ჩამოვიდნენ და სათავეში ჩაუდგნენ ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას.\r\n1884-1886 წლებში ეკლესიის წინამძღვრის დიმიტრი თუმანიშვილის თაოსნობით შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა. აღმოსავლეთიდან მას დაემატა წაკვეთილკუთხეებიანი მინაშენი, ხოლო დასავლეთიდან - ნართექსი, რომელიც დასავლეთ ფასადზე განიერია და, შესაბამისად, მისი კიდეები სცდება ეკლესიის ძირითად მოცულობას. ამ დამატებების შემდეგ შენობის გეგმა, რომელიც მანამდე მართკუთხა იყო,  ვიწროთავიანი T-ს მოხაზულობისა გახდა. მიშენებულ ნაწილებს მკვეთრად გამოხატული ნეოგოთიკური სახე აქვს. შეილესა და შეძლებისდაგვარად ამავე სტილზე გაფორმდა ეკლესიის ძველი ნაწილის ფასადები და ინტერიერი.\r\nშენობის განახლების შემდგომი ეტაპი 1900-იანი წლების დასაწყისზე მოდის. ამ დროს ეკლესიის წინამძღვრის პეტრე კალაიჯოვის მიერ შეძენილი იქნა ორღანი, რასაც პატრონიკის  რეკონსტრუცია მოჰყვა. რეკონსტრუქციის პროექტი 1902 წელს შეადგინა არქიტექტორმა ალექსანდრ როგოისკიმ.\r\nთბილისის მიძინების ეკლესიის ამჟამინდელი სახე ძირითადად 1884-1886 წლების რეკონსტრუქციის შედეგად ჩამოყალიბდა, თუმცა მისმა აღმოსავლეთ მხარემ ნაწილობრივ შეინარჩუნა თავდაპირველი, 1804-1808 წლების არქიტექტურული ფორმები. დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებული დარბაზული ნაგებობა აღმოსავლეთით სწორკუთხა საკურთხევლით სრულდება. მის ორსავე მხარეს საკრისტიებია განლაგებული. დასავლეთით არის ორღანისათვის განკუთვნილი პატრონიკე - მეორე სართულის დონეზე ჩაშენებული ხის გალერეა, რომელიც წინა მხარეს ხისავე სვეტებს ეყრდნობა. დარბაზულ სივრცეს ხურავს ხის ძელაკებით აწყობილი და შელესილი ცრუ ჯვაროვანი კამარა.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3702",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აბესაძე გიას ქ./4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "1804-1808",
    "InitialFunction" : "\nრელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eუგუმბათო  ეკლესიის  ხუროთმოძღვრული ტიპები\u003e\u003eდარბაზული ეკლესია;რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსხვა კონფესიების რელიგიური/რწემან-წარმოდგენების ნაგებობები;",
    "CurrentFunction" : "\nრელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eუგუმბათო  ეკლესიის  ხუროთმოძღვრული ტიპები\u003e\u003eდარბაზული ეკლესია;რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსხვა კონფესიების რელიგიური/რწემან-წარმოდგენების ნაგებობები;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.803537439999999,
    "Y" : 41.692781979999999
  }
}