ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3369
ObjectID: 3369
ID: 3369
Name: ფერისცვალების ეკლესია
FullName: ფერისცვალების ეკლესია
Description: თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერი ფერიცვალების ქუჩა # 7-ში მდებარეობს. ამ ადგილას XVIII ს-ის ბოლოს, ერეკლე II-ის მეუღლე დარეჯან დედოფალმა, მის მიერვე შემოზღუდულ გალავნის ბურჯზე ააგო საზაფხულო სასახლე ,,საჩინო‘‘ და იქვე - კარის ეკლესია. თავდაპირველად ეკლესია ირაკლისა და დარიას სახელობისა იყო, ხოლო შემდგომ 1822 წელს ეგზარქოსმა იონამ ტაძარი მაცხოვრის ფერიცვალების სახელზე აკურთხა და აქ მონასტერიც დააარსა. მონასტერმა 1917 წლამდე იარსება. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი, ეკლესია დაიხურა, ხოლო 1990 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა, რის შემდეგაც აქ დედათა მონასტერი დაარსდა. ფლეთილი ქვითა და აგურით ნაშენი, დარბაზული ტიპის ეკლესია გეგმით სწორკუთხა ფორმისაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიულად შვერილი აფსიდით. დასავლეთიდან XIX საუკუნეში მიაშენეს კარიბჭე-სამრეკლო, ორქანობიან გადახურვაზე დაადგეს ცრუ გუმბათი და ეკლესიის ფასადები მთლიანად შელესეს. XX ს-ის ბოლოს ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ცრუ გუმბათი და საფასადე ნალესობა სამრეკლო კი, შენარჩუნდა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთი და ჩრდილოეთი მხრიდან აქვს. დარბაზი გადახურულია შეკიდულ პილასტრებზე გადაყვანილ თაღებზე დაფუძნებული შეისრული კამარით. აფსიდში სიმეტრიულად არის გაჭრილი სამი სარკმელი. ორ–ორი სარკმელია ასევე დატანილი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. ფასადებისა და ინტერიერის დეკორში შეისრულ-თაღოვანი მოტივი ჭარბობს. ინტერიერში ასევე ვხდებით შეისრული თაღის ფორმის ნიშებს. ეკლესიის ფასადებს დაუბრუნდა აგურისა და ქვის ნარევი წყობა. გადაიხურა კრამიტით. ფასადებზე აღდგა გვიანი შუა საუკუნეების ეკლესიათა დამახასიათებელი მორთულობა _ აგურის წყობაში ჩაძირული შვეული რომბები და ჯვრები. ეკლესია მოხატულია. მნიშვნელოვანია აქ შემორჩენილი მოხატულობა შესრულებული ანტონ და დავით გეგელიძეების მიერ XIX საუკუნეში, რომელიც ამ პერიოდის ფსევდოკლასიცისტური მხატვრობის ნიმუშია. აბსიდი მოიხატა 2001 წელს და იმავე დროს მოეწყო ახალი კანკელი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4975
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ურბნისის ქ./7
Period: შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.>>გვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.
ExactDate: მე-18 საუკუნის დასასრული
InitialFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია;
CurrentFunction: რელიგიური, რიტუალური>>საეკლესიო ნაგებობა>>უგუმბათო ეკლესიის ხუროთმოძღვრული ტიპები>>დარბაზული ეკლესია;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
Accuracy: სწორია
X: 44.81267816
Y: 41.69168701