{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3369?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3369?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3369?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3369",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3369,
    "ID" : 3369,
    "Name" : "ფერისცვალების ეკლესია",
    "FullName" : "ფერისცვალების ეკლესია",
    "Description" : "თბილისის ფერიცვალების დედათა მონასტერი ფერიცვალების ქუჩა # 7-ში მდებარეობს. ამ ადგილას XVIII ს-ის ბოლოს, ერეკლე II-ის მეუღლე დარეჯან დედოფალმა, მის მიერვე შემოზღუდულ გალავნის ბურჯზე ააგო საზაფხულო სასახლე ,,საჩინო‘‘ და იქვე - კარის ეკლესია. თავდაპირველად ეკლესია ირაკლისა და დარიას სახელობისა იყო, ხოლო შემდგომ 1822 წელს ეგზარქოსმა იონამ ტაძარი მაცხოვრის ფერიცვალების სახელზე აკურთხა და აქ მონასტერიც დააარსა. მონასტერმა 1917 წლამდე იარსება. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი, ეკლესია დაიხურა, ხოლო 1990 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა, რის შემდეგაც აქ დედათა მონასტერი დაარსდა. \r\nფლეთილი ქვითა და აგურით ნაშენი, დარბაზული ტიპის ეკლესია გეგმით სწორკუთხა ფორმისაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიულად შვერილი აფსიდით. დასავლეთიდან XIX საუკუნეში მიაშენეს კარიბჭე-სამრეკლო, ორქანობიან გადახურვაზე დაადგეს ცრუ გუმბათი და ეკლესიის ფასადები მთლიანად შელესეს. XX ს-ის ბოლოს ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ცრუ გუმბათი და საფასადე ნალესობა სამრეკლო კი, შენარჩუნდა. \r\nეკლესიას შესასვლელი სამხრეთი და ჩრდილოეთი მხრიდან აქვს. დარბაზი გადახურულია შეკიდულ პილასტრებზე გადაყვანილ თაღებზე დაფუძნებული შეისრული კამარით. აფსიდში სიმეტრიულად არის გაჭრილი სამი სარკმელი. ორ–ორი სარკმელია ასევე დატანილი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. \r\nფასადებისა და ინტერიერის დეკორში შეისრულ-თაღოვანი მოტივი ჭარბობს. ინტერიერში ასევე ვხდებით შეისრული თაღის ფორმის ნიშებს. ეკლესიის ფასადებს დაუბრუნდა აგურისა და ქვის ნარევი წყობა. გადაიხურა კრამიტით. ფასადებზე აღდგა გვიანი შუა საუკუნეების ეკლესიათა დამახასიათებელი მორთულობა _ აგურის წყობაში ჩაძირული შვეული რომბები და ჯვრები. \r\nეკლესია მოხატულია. მნიშვნელოვანია აქ შემორჩენილი მოხატულობა შესრულებული ანტონ და დავით გეგელიძეების მიერ XIX საუკუნეში, რომელიც ამ პერიოდის ფსევდოკლასიცისტური მხატვრობის ნიმუშია. აბსიდი მოიხატა 2001 წელს და იმავე დროს მოეწყო ახალი კანკელი.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4975",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ურბნისის ქ./7",
    "Period" : "შუა საუკუნეები _ მე-4 – მე-18 სს.\u003e\u003eგვიანი შუა საუკუნეები _ მე-16-მე-18 სს.",
    "ExactDate" : "მე-18 საუკუნის დასასრული",
    "InitialFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eუგუმბათო  ეკლესიის  ხუროთმოძღვრული ტიპები\u003e\u003eდარბაზული ეკლესია;",
    "CurrentFunction" : "რელიგიური, რიტუალური\u003e\u003eსაეკლესიო ნაგებობა\u003e\u003eუგუმბათო  ეკლესიის  ხუროთმოძღვრული ტიპები\u003e\u003eდარბაზული ეკლესია;",
    "Classification" : "არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.812678159999997,
    "Y" : 41.691687010000003
  }
}