ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3258
ObjectID: 3258
ID: 3258
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა აგურით არის ნაგები, ორსართულიანია, აქვს ნახევარსარდაფი; ის დავით აღმაშენებლის გამზირზე მთავარი ფასადით გადის. ნაგებობას ლათინური ასე L-ის ფორმის გეგმარება აქვს. ფასადს დაუბრუნდა პირვანდელი სახე, რომელიც ძველი ფოტოსურათებით აღდგა. ფასადის ცენტრალური მონაკვეთი ორსავე სართულზე გრძელ აივნებს უკავია. I სართულზე ის შენობის კონტურში ეწერება და გვერდითი ნაწილების კედლის სიბრტყიდან წინ არ გამოდის (დღესდღეობით ეს აივანი შემინულია). II სართულზე, აივნის შუა ნაწილი გამოწეულია. ამ აივანს ხის სვეტები და სვეტისთავებთან ჩადგმული ჭვირული დეკორატიული ე.წ. "ფარდები" აქვს, მოაჯირი კი ლითონისა. ფასადის განაპირა მონაკვეთები და ნახევარსარდაფის ნაწილი შელესილია და შეღებილი. ნახევარსარდაფის ცოკოლი ბაზალტით არის მოპირკეთებული. მარჯვენა მონაკვეთი სიგანით მცირეოდენ განიერია მარცხენასთან შედარებით და მართკუთხა ფანჯრებით ნაწევრდება. მარჯვენა მონაკვეთის ქვედა ნაწილში გვერდიგვერდ არის სადარბაზო კარი და ეზოში შესასვლელი გვირაბი, ლითონის ჭიშკრით. სადარბაზოს კარი ხისაა, ლითონის ცხაყრებით. მარცხენა მონაკვეთის ზედა სართულის ფანჯრებს ნაძერწ კრონშტაინებზე დაბჯენილი პროფილირებული თავსართები ამკობს, ხოლოKკედლის კიდურა ნაწილი პილასტრით არის გაფორმებული. ასეთივე თავსართები და პილასტრები მარჯვენა მონაკვეთზეც არის. I სართულის ფანჯრებს აქვს საჭექი ქვები, რომლებზეც მამაკაცის თავის სკულპტურული გამოსახულებებია. ფასადს ასრულებს პარაპეტი, რომელის განაპირა მხარეებზე ორ-ორი კორინთული კაპიტელი ამკობს. შენობის ნახევარსარდაფი ახლა მთლიანად კომერციულადაა ათვისებული. მასში მართკუთხა ფანჯრები და რამდენიმე კარია გაჭრილი. ეზოს მხრიდან სახლი თბილისური ტიპის ხის აივნებით იხსნება. დღეს აივნების ნაწილი შემინულია და შუშაბანდადაა გადაკეთებული,Nნაწილი კი ამოშენებული და შელესილია. მოხარატებული მოაჯირი მხოლოდ პატარა მონაკვეთს აქვს შერჩენილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4159
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./137
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79320008
Y: 41.71553348