{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3258?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3258?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3258?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3258",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3258,
    "ID" : 3258,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა აგურით არის ნაგები, ორსართულიანია, აქვს ნახევარსარდაფი; ის დავით აღმაშენებლის გამზირზე მთავარი ფასადით გადის. ნაგებობას  ლათინური ასე L-ის ფორმის გეგმარება აქვს. ფასადს დაუბრუნდა პირვანდელი სახე, რომელიც ძველი ფოტოსურათებით აღდგა. \nფასადის ცენტრალური მონაკვეთი ორსავე სართულზე გრძელ აივნებს უკავია. I სართულზე ის შენობის კონტურში ეწერება და გვერდითი ნაწილების კედლის სიბრტყიდან წინ არ გამოდის (დღესდღეობით ეს აივანი შემინულია). II სართულზე, აივნის შუა ნაწილი გამოწეულია. ამ აივანს ხის სვეტები და სვეტისთავებთან ჩადგმული ჭვირული დეკორატიული ე.წ. \"ფარდები\" აქვს, მოაჯირი კი ლითონისა. ფასადის განაპირა მონაკვეთები და ნახევარსარდაფის ნაწილი შელესილია და შეღებილი. ნახევარსარდაფის ცოკოლი ბაზალტით არის მოპირკეთებული. მარჯვენა მონაკვეთი სიგანით მცირეოდენ განიერია მარცხენასთან შედარებით და მართკუთხა ფანჯრებით ნაწევრდება. მარჯვენა მონაკვეთის ქვედა ნაწილში გვერდიგვერდ არის სადარბაზო კარი და ეზოში შესასვლელი გვირაბი, ლითონის ჭიშკრით. სადარბაზოს კარი ხისაა, ლითონის ცხაყრებით. მარცხენა მონაკვეთის ზედა სართულის ფანჯრებს ნაძერწ კრონშტაინებზე დაბჯენილი პროფილირებული თავსართები ამკობს, ხოლოKკედლის კიდურა ნაწილი პილასტრით არის გაფორმებული. ასეთივე თავსართები და პილასტრები მარჯვენა მონაკვეთზეც არის. I სართულის ფანჯრებს აქვს საჭექი ქვები, რომლებზეც მამაკაცის თავის სკულპტურული გამოსახულებებია. \nფასადს ასრულებს პარაპეტი, რომელის განაპირა მხარეებზე ორ-ორი კორინთული კაპიტელი ამკობს. \nშენობის ნახევარსარდაფი ახლა მთლიანად კომერციულადაა ათვისებული. მასში მართკუთხა ფანჯრები და რამდენიმე კარია გაჭრილი. \nეზოს მხრიდან სახლი თბილისური ტიპის ხის აივნებით იხსნება. დღეს აივნების ნაწილი შემინულია და შუშაბანდადაა გადაკეთებული,Nნაწილი კი ამოშენებული და შელესილია. მოხარატებული მოაჯირი მხოლოდ პატარა მონაკვეთს აქვს შერჩენილი. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4159",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./137",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.793200079999998,
    "Y" : 41.715533479999998
  }
}