CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3233
ObjectID: 3233
ID: 3233
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა მთავარი ფასადით ბაქოს ქუჩაზე გამოდის. იგი ორსართულიანია, აგურით არის ნაშენი და შელესილია. სახლის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. შენობა სიმეტრიულია ღერძის მიმართ. მთავარი ფასადი ღიობების რიტმით იყოფა, ჰორიზონტალურად კი გასდევს პროფილირებული კარნიზები. შენობის პირველი სართული პროფილირებული, მკვეთრად გამოხატული ნალესი რუსტიკით არის დამუშავებული, მეორე სართული კი დაბალი რუსტირებული ლესვით. მთავარ ფასადს ცენტრსა და კიდეებში რიზალიტები აქვს. განაპირა რიზალიტების I სართულზე ლითონის, ავთენტური ე.წ. ფრანგული აივნები აქვს, რომელთაგან მარჯვენა დაკარგულია და მის მაგიერ, ახლადმოწყობილი საფეხურები და ლითონის კარია. II სართულზე რიზალიტებზე ლითონის გადმოკიდებული აივნებია, ჭედური ელმენტებით, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შემორჩენილი აქვთ პირვანდელი სახე. ფასადის პირველი სართულის ცენტრში განთავსებულია ეზოში გასასვლელი თაღოვანი გვირაბი, რომელსაც ლითონის უსახური ჭიშკარი აქვს. მის მომიჯნავედ, ორივე მხარეს კარია, ამათგან მარცხენა სადარბაზოსია. ხის ავთენტური, ფრამუგიანი კარი პროფილირებული დეტალებითაა შემოსილი და ლითონის ცხაურები, სამწუხაროდ დაკარგული აქვს. მარჯვენა, კი სავარაუდოდ, ფანჯარა უნდა ყოფილიყო, რომელიც მოგვიანებით კარად გადააკეთეს და ლითონის უსახური კარი დაუმონტაჟეს. ცენტრალური რიზალიტის II სართულზე შედარებით მოზრდილი, ლითონის აჟურული შეკიდული აივანია. ღიობები მორთულია სადა, პროფილირებული საპირეებით, რომელთა ცენტრშიც საჭექი ქვებია განთავსებული. ღიობებს ქვემოთ რელიეფური, ნაძერწი, ფლორისტული თემატიკის დეკორი აქვთ. მთავარ ფასადს აბოლოებს პროფილირებული კარნიზი და ასევე პროფილირებული პარაპეტი, რომელიც ცენტრალური რიზალიტის თავზე ორდონიანი თაღოვანი პროფილითაა შემაღლებული, ცენტრში გაჭრილი წრიული ღიობი კი მორთულია ნაძერწი გირლანდით. გვირაბის გავლით შევდივართ ეზოში. ეზოს ფასადებზე, II სართულზე შემორჩენილია ავთენტური, ხის აივნები, რომელთა მოაჯირს ლითონის ბადე გასდევს ხის სახელურით. სვეტებს ხის პროფილირებული თავსართები და აჟურული ელემენტები შემორჩენილი აქვთ. პირველი სართული ნაწილობრივ მოსახლეობის მიერ არის სახეცვლილი, მხოლოდ მცირე მონაკვეთებზეა შერჩენილი ხის შუშაბანდები. ფლიგელების კიდეებში ლითონის ხვეული კიბეებია, რომლებითაც II სართულზე ვხვდებით. ამავე ეზოში დგას სამსართულიანი შენობა, რომელიც ხის შუშაბანდებით გამოდის. მხოლოდ მის III სართულზეა შემორჩენილი სახლის თანადროული ხის ჭვირული მოაჯირი, ფასადის დანარჩენი ნაწილი მოსახლეობის მიერაა გადაკეთებული სხვადასხვა დროს. გვერდითი და უკანა ფასადი აგურისაა შეულესავი, ღიობებით. მთავარი სახლის ფიზიკური დგომარეობა ზოგადი შეფასებით საშუალოა. ქუჩის ფასადზე ნალესობის ნაწილი ჩამოშლილია და დეკორი შელახული. სერიოზული კონსტრუქციული ბზარები და დეფორმაციები არ შეიმჩნევა, თუმცა ფასადის მარცხენა ნაწილში საძირკვლის ჯდენის გამო, კარის თავზე ბზარია, რომელიც, სავარაუდოდ, წყალსაწრეტი სისტემის გაუმართაობის შედეგია. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი და ჩარევის მექანიზმები. ეზოს ფასადები ხანდაზმულობისა და გადაკეთებაბის გამო საკმაოდ შელახულია. სახლი მოცულობით, მთავარი ფასადის დამუშავების გადაწყვეტით და გეგმარების სტრუქტურით ბაქოს ქუჩის განაშენიანების შემადგენელია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3927
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბაქოს ქ./9
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასაწყისი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79311609
Y: 41.71802356