{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3233?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3233?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3233?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3233",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3233,
    "ID" : 3233,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა მთავარი ფასადით ბაქოს ქუჩაზე გამოდის. იგი ორსართულიანია, აგურით არის ნაშენი და შელესილია. სახლის გეგმას ლათინური ასო U-ს ფორმა აქვს. შენობა სიმეტრიულია ღერძის მიმართ. მთავარი ფასადი ღიობების რიტმით იყოფა, ჰორიზონტალურად კი გასდევს პროფილირებული კარნიზები. შენობის პირველი სართული პროფილირებული, მკვეთრად გამოხატული ნალესი რუსტიკით არის დამუშავებული, მეორე სართული კი დაბალი რუსტირებული ლესვით. მთავარ ფასადს ცენტრსა და კიდეებში რიზალიტები აქვს. განაპირა რიზალიტების I სართულზე ლითონის, ავთენტური ე.წ. ფრანგული აივნები აქვს, რომელთაგან მარჯვენა დაკარგულია და მის მაგიერ, ახლადმოწყობილი საფეხურები და ლითონის კარია. II სართულზე რიზალიტებზე ლითონის გადმოკიდებული აივნებია, ჭედური ელმენტებით, რომლებსაც მეტ-ნაკლებად შემორჩენილი აქვთ პირვანდელი სახე. \nფასადის პირველი სართულის ცენტრში განთავსებულია ეზოში გასასვლელი თაღოვანი გვირაბი, რომელსაც ლითონის უსახური ჭიშკარი აქვს. მის მომიჯნავედ, ორივე მხარეს კარია, ამათგან მარცხენა სადარბაზოსია. ხის ავთენტური, ფრამუგიანი კარი პროფილირებული დეტალებითაა შემოსილი და ლითონის ცხაურები, სამწუხაროდ დაკარგული აქვს. მარჯვენა, კი სავარაუდოდ, ფანჯარა უნდა ყოფილიყო, რომელიც მოგვიანებით კარად გადააკეთეს და ლითონის უსახური კარი დაუმონტაჟეს. ცენტრალური რიზალიტის II სართულზე შედარებით მოზრდილი, ლითონის აჟურული შეკიდული აივანია. ღიობები მორთულია სადა, პროფილირებული საპირეებით, რომელთა ცენტრშიც საჭექი ქვებია განთავსებული. ღიობებს ქვემოთ რელიეფური, ნაძერწი, ფლორისტული თემატიკის დეკორი აქვთ. \nმთავარ ფასადს აბოლოებს პროფილირებული კარნიზი და ასევე პროფილირებული პარაპეტი, რომელიც ცენტრალური რიზალიტის თავზე ორდონიანი თაღოვანი პროფილითაა შემაღლებული, ცენტრში გაჭრილი წრიული ღიობი კი მორთულია ნაძერწი გირლანდით. \nგვირაბის გავლით შევდივართ ეზოში. ეზოს ფასადებზე, II სართულზე შემორჩენილია ავთენტური, ხის აივნები, რომელთა მოაჯირს ლითონის ბადე გასდევს ხის სახელურით. სვეტებს ხის პროფილირებული თავსართები და აჟურული ელემენტები შემორჩენილი აქვთ. პირველი სართული ნაწილობრივ მოსახლეობის მიერ არის სახეცვლილი, მხოლოდ მცირე მონაკვეთებზეა შერჩენილი ხის შუშაბანდები. ფლიგელების კიდეებში ლითონის ხვეული კიბეებია, რომლებითაც II სართულზე ვხვდებით. \nამავე ეზოში დგას სამსართულიანი შენობა, რომელიც ხის შუშაბანდებით გამოდის. მხოლოდ მის III სართულზეა შემორჩენილი სახლის თანადროული ხის ჭვირული მოაჯირი, ფასადის დანარჩენი ნაწილი მოსახლეობის მიერაა გადაკეთებული სხვადასხვა დროს. გვერდითი და უკანა ფასადი აგურისაა შეულესავი, ღიობებით. \nმთავარი სახლის ფიზიკური დგომარეობა ზოგადი შეფასებით საშუალოა. ქუჩის ფასადზე ნალესობის ნაწილი ჩამოშლილია და დეკორი შელახული. სერიოზული კონსტრუქციული ბზარები და დეფორმაციები არ შეიმჩნევა, თუმცა ფასადის მარცხენა ნაწილში საძირკვლის ჯდენის გამო, კარის თავზე ბზარია, რომელიც, სავარაუდოდ, წყალსაწრეტი სისტემის გაუმართაობის შედეგია. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი და ჩარევის მექანიზმები. ეზოს ფასადები ხანდაზმულობისა და გადაკეთებაბის გამო საკმაოდ შელახულია. \nსახლი მოცულობით, მთავარი ფასადის დამუშავების გადაწყვეტით და გეგმარების სტრუქტურით ბაქოს ქუჩის განაშენიანების შემადგენელია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3927",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბაქოს ქ./9",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასაწყისი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.793116089999998,
    "Y" : 41.718023559999999
  }
}