CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3227
ObjectID: 3227
ID: 3227
Name: სათნოების სახლი
FullName: სათნოების სახლი
ComplexName:
Description: დავით აღმაშენებლის გამზირის #119 მდებარე საცხოვრებელ სახლს საფუძვლად დაედო ალ. ოზეროვის მიერ 1910 წელს შედგენილი პროექტი. შენობა სამსართულიანია და აგურით არის ნაშენი. გეგმას ლათინური ასო L-ის კონფიგურაცია აქვს. ფასადები, რომელიც აღმაშენებლის გამზ-ზე და ტოვსტონოგოვის ქ-ზე გადის, თითქმის ერთნაირადაა გადაწყვეტილი. სახლს ეზოს მხრიდან თბილისური საცხოვრებლის დამახასიათებელი ელემენტი _ ხის შუშაბანდები აქვს ჭვირული მოაჯირებით და სვეტის თავსართებით, რომლებიც ადრე ხის აივნები იქნებოდა. აღსანიშნავია ხის კიბე, რომელიც დამხმარე ფლიგელის ბოლოს არის განლაგებული. სახლის ეზოს ფასადი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს აივანი, გარკვეულწილად, სახეშეცვლილია, მთლიანობაში მაინც ინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს. სახლს გ. ტოვსტონოგოვის ქუჩის მხრიდან საკმაოდ მაღალი აგურის ღობე აქვს, სადაც ეზოში შესასვლელი რკინის ალაყაფის კარია მოთავსებული. სახლის მთავარ ფასადს, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირისკენ არის მიმართული, სიმეტრიული კომპოზიცია აქვს, მკაფიოდ გამოხატული ცენტრით. გამოყოფილია ერთი ცენტრალური რიზალიტი, რომელიც მთელი მთავარი ფასადის აქცენტირებას ახდენს. რიზალიტის თავზე, იქ სადაც გადის სახლის სიმეტრიის ღერძი, პარაპეტი ამაღლებულია და მომრგვალებული მოხაზულობა აქვს. II და III სართულის საფასადო კედელი აგურის დეკორატიული წყობითაა შესრულებული, რომელიც შეხამებულია ფასადის ნალესობაში გამოყვანილი დეკორატიული მორთულობის პროფილებსა და დეტალებთან. სახლს დავით აღმაშენებლის გამზ-ის მხრიდან ორი აივანი აქვს, რომლებიც მის ცენტრალურ ნაწილში, რიზალიტში ერთმანეთის თავზე არიან განლაგებული. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტით. ერთი მათგანი, რომელიც რიზალიტის ქვედა ნაწილში სადარბაზოს კარის თავზეა განთავსებული, ბალუსტრადიანი მოაჯირი აქვს. ამ აივნის თავზე რკინის კრონშტეინებზე დაყრდნობილი მეორე აჟურული აივანია. რიზალიტი დეკორატიული ატიკით ბოლოვდება, რომლის უკან პირამიდისებური მოცულობის მქოენ სახურავია დეკორატიული თავსართებით. სახურავში მანსარდაა მოწყობილი, იგი ფასადებზე სამერცხლეებით გამოდის. სახურავის ბურულად გამოყენებულია თუნუქის ე.წ. "ქერცლი". სწორკუთხა ფორმის კარ-ფანჯრების ღიობები ორივე ფასადზე თანაბარზომიერი რიტმით ნაწილდება. II სართულის ფანჯრებს ნალესობაში ამოყვანილი პროფილირებული საპირე აქვთ, მათ შუა ადგილას საჭექი ქვა იკავებს. ამ ფანჯრებს თავზე სამკუთხაფრონტონიანი სანდრიკები ამშვენებს. III სართულის ფანჯრები უფრო მარტივადაა გადაწყვეტილი. ფანჯრებს აგრეთვე პროფილირებული საპირე აქვთ, მაგრამ ისინი შედარებით უბრალო კარნიზითაა მორთული. ორივე სართულის ფანჯრების ქვედა ნაწილში ნალესობაში გამოყვანილი დეკორატიული დეტალი განთავსებული. ფასადის ცენტრალური რიზალიტის ორივე მხარეს სავაჭრო სათავსოებია მოთავსებული, რომლებიც მართკუთხა, მოზრდილი ვიტირნებით გამოდის ფასადზე. სახლის გვერდითი ფასადი ძირითადად მთავარი ფასადის მოტივს აგრძელებს. მართალია, განსხვავებაც არის. გვერდით ფასადზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს II სართულის განაპირა ღიობი, რომელიც გაბარიტითა და მორთულობით განსხვავდება. აგრეთვე III სართულის ეზოს აივნის გვერდითი მხარე, რომელიც ქუჩის ფასადზე გამოდის. ორივე ეს ელემენტი გარკვეულ მხატვრულ იერს ანიჭებს როგორც გვერდით ფასადს, ასევე მთელ შენობას. სახლს აქვს სარდაფი. სახლის ფასადის ცენტრალურ ნაწილში, რიზალიტის ქვედა ნაწილში სადარბაზოა მოთავსებული. სადარბაზოში შესასვლელი ხის კარი ორფრთიანია. მისი ღიობი სწორკუთხა ფორმისაა. კარი მორთულია ხეში ნაკვეთი დეტალებით და ლითონის აჟურული ცხურებით. სადარბაზოს იატაკი მოპირკეთებულია სხვადასხვა ფერის და ნახატის კვადრატული ფორმის კერამიკული ფილებით. სადარბაზოს კიბე ორმარშიანია, მარმარილოს საფეხურებით და ლითონის ჭედური მოაჯირით. კიბის პირველ საფეხურზე, მარცხნივ, დამაგრებულია საკმაოდ კარგად შემონახული რკინის კანდელაბრი. შენობა ძველი აღმაშენებლის გამზ-ის ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს და მისი შემადგენელი და ორგანული ნაწილია. აქედან გამომდიარე, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თბილისის განუმეორებელი, ინდივიდუალური არქიტექტურული სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4002
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./121
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: ადმინისტრაციული;
CurrentFunction: ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79472549
Y: 41.71350741