{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3227?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3227?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3227?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3227",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3227,
    "ID" : 3227,
    "Name" : "სათნოების სახლი",
    "FullName" : "სათნოების სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "დავით აღმაშენებლის გამზირის #119 მდებარე საცხოვრებელ სახლს საფუძვლად დაედო ალ. ოზეროვის მიერ 1910 წელს შედგენილი პროექტი. \nშენობა სამსართულიანია და აგურით არის ნაშენი. გეგმას ლათინური ასო L-ის  კონფიგურაცია აქვს. ფასადები, რომელიც აღმაშენებლის გამზ-ზე და ტოვსტონოგოვის ქ-ზე გადის, თითქმის ერთნაირადაა გადაწყვეტილი. \nსახლს ეზოს მხრიდან თბილისური საცხოვრებლის დამახასიათებელი ელემენტი _ ხის შუშაბანდები აქვს ჭვირული მოაჯირებით და სვეტის თავსართებით, რომლებიც ადრე ხის აივნები იქნებოდა. აღსანიშნავია ხის კიბე, რომელიც დამხმარე ფლიგელის ბოლოს არის განლაგებული. სახლის ეზოს ფასადი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს აივანი, გარკვეულ­წილად, სახეშეცვლილია, მთლიანობაში მაინც ინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს. \nსახლს გ. ტოვსტონოგოვის ქუჩის მხრიდან საკმაოდ მაღალი აგურის ღობე აქვს, სადაც ეზოში შესასვლელი რკინის ალაყაფის კარია მოთავსებული. \nსახლის მთავარ ფასადს, რომელიც დავით აღმაშენებლის გამზირისკენ არის მიმართული, სიმეტრიული კომპოზიცია აქვს, მკაფიოდ გამოხატული ცენტრით. გამოყოფილია ერთი ცენტრალური რიზალიტი, რომელიც მთელი მთავარი ფასადის აქცენტირებას ახდენს. რიზალიტის თავზე, იქ სადაც გადის სახლის სიმეტრიის ღერძი, პარაპეტი ამაღლებულია და მომრგვალებული მოხაზულობა აქვს. \nII და III სართულის საფასადო კედელი აგურის დეკორატიული წყობითაა შესრულებული, რომელიც შეხამებულია ფასადის ნალესობაში გამოყვანილი დეკორატიული მორთულობის პროფილებსა და დეტალებთან. \nსახლს დავით აღმაშენებლის გამზ-ის  მხრიდან ორი აივანი აქვს, რომლებიც მის ცენტრალურ ნაწილში, რიზალიტში ერთმანეთის თავზე არიან განლაგებული. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტით. ერთი მათგანი, რომელიც რიზალიტის ქვედა ნაწილში სადარბაზოს კარის თავზეა განთავსებული, ბალუსტრადიანი მოაჯირი აქვს.  ამ აივნის თავზე რკინის კრონშტეინებზე დაყრდნობილი მეორე აჟურული აივანია. რიზალიტი დეკორატიული ატიკით ბოლოვდება, რომლის უკან პირამიდისებური მოცულობის მქოენ სახურავია დეკორატიული თავსართებით. სახურავში მანსარდაა მოწყობილი, იგი ფასადებზე სამერცხლეებით გამოდის. სახურავის ბურულად გამოყენებულია თუნუქის ე.წ. \"ქერცლი\". \nსწორკუთხა ფორმის კარ-ფანჯრების ღიობები ორივე ფასადზე თანაბარზომიერი რიტმით ნაწილდება.  II სართულის ფანჯრებს ნალესობაში ამოყვანილი პროფილირებული საპირე აქვთ, მათ შუა ადგილას საჭექი ქვა იკავებს. ამ ფანჯრებს თავზე სამკუთხაფრონტონიანი სანდრიკები ამშვენებს. III სართულის ფანჯრები უფრო მარტივადაა გადაწყვეტილი. ფანჯრებს აგრეთვე პროფილირებული საპირე აქვთ, მაგრამ ისინი შედარებით უბრალო კარნიზითაა მორთული. ორივე სართულის ფანჯრების ქვედა ნაწილში ნალესობაში გამოყვანილი დეკორატიული დეტალი განთავსებული. ფასადის ცენტრალური რიზალიტის ორივე მხარეს სავაჭრო სათავსოებია მოთავსებული, რომლებიც მართკუთხა, მოზრდილი ვიტირნებით გამოდის ფასადზე. \nსახლის გვერდითი ფასადი ძირითადად მთავარი ფასადის მოტივს აგრძელებს. მართალია, განსხვავებაც არის. გვერდით ფასადზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს II სართულის განაპირა ღიობი, რომელიც გაბარიტითა და მორთულობით განსხვავდება. აგრეთვე III სართულის ეზოს აივნის გვერდითი მხარე, რომელიც ქუჩის  ფასადზე გამოდის. ორივე ეს ელემენტი გარკვეულ მხატვრულ იერს ანიჭებს როგორც გვერდით ფასადს, ასევე მთელ შენობას. \nსახლს აქვს სარდაფი. \nსახლის ფასადის ცენტრალურ ნაწილში, რიზალიტის ქვედა ნაწილში სადარბაზოა მოთავსებული. სადარბაზოში შესასვლელი ხის კარი ორფრთიანია. მისი ღიობი სწორკუთხა ფორმისაა. კარი მორთულია ხეში ნაკვეთი დეტალებით და ლითონის აჟურული ცხურებით. სადარბაზოს იატაკი მოპირკეთებულია სხვადასხვა ფერის და ნახატის კვადრატული ფორმის კერამიკული ფილებით. სადარბაზოს კიბე ორმარშიანია, მარმარილოს საფეხურებით და ლითონის ჭედური მოაჯირით. კიბის პირველ საფეხურზე, მარცხნივ, დამაგრებულია საკმაოდ კარგად შემონახული რკინის კანდელაბრი. \nშენობა ძველი აღმაშენებლის გამზ-ის ერთ-ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს და მისი შემადგენელი და ორგანული ნაწილია. აქედან გამომდიარე, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თბილისის განუმეორებელი, ინდივიდუალური არქიტექტურული სახის შექმნაში. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4002",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./121",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "ადმინისტრაციული;",
    "CurrentFunction" : "ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.794725489999998,
    "Y" : 41.713507409999998
  }
}