CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3116
ObjectID: 3116
ID: 3116
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: შენობა მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. კედლის მასალად გამოყენებულია აგური, შელესილია და შეღებილი. იგი ასიმეტრიულია და ორი ნაწილისგან შედგება - მარჯვენა ორსართულიანი და მარცხენა ერთსართულიანი. შენობა ატარებს ეკლექტიკის ნიშნებს. შენობის გეგმას ხაზოვანი კონფიგურაცია აქვს და წინამძღვრიშვილის ქუჩას გასდევს. მთავარი ფასადის მარჯვენა ნაწილი აქცენტირებულია - ორსართულიანია, მარცხენა კი ერთსართულიანი. ორსართულიანის მარჯვენა მხარე, გვირაბის თავზე მოგვიანებით დაშენებული უნდა იყოს. მთელ ფასადას ჰორიზონტალურად პროფილირებული კარნიზები გასდევს. კარნიზის ქვემოთ კი მეანდრებით გაფორმებული დეკორატიული ფრიზი მიუყვება. ფასადს ანაწევრებს ღიობების რიტმი. მართკუთხა ღიობები შემკულია პროფილირებული საპირეებით. ორსართულიან მონაკვეთს შეწყვილებული ვიწრო ფანჯრები აქვს. გვირაბის გვერდით, მარცხნივ რიზალიტია, რომელიც კიდეებზე აქცენტირებულია პილასტრებით. I სართულის პილასტრების ტანი სადაა და გეომეტრიული ორნამენტით გაფორმებული, მას თავზე სტილიზებული იონური კაპიტელი ამკობს. II სართულის პილასტრები სადაა და კარნიზს ერწყმის. სახლის ამ მონაკვეთს სამკუთხა ფრონტონი აბოლოებს (ტიმპანში ადამიანის სახის რელიეფური გამოსახულებით), რომელიც პარაპეტშია ჩართული. პირველ სართულზე მეორე კიდეში სადარბაზოში შესასვლელი ახალი, ლითონის, უსახური, ფრამუგიანი კარია დამონტაჟებული. კარის მერჯვნივ კი ეზოში გასასვლელი გვირაბია, რომელსაც ლითონის ასევე უსახური ჭიშკარი აქვს. ფასადის ერთსართულიანი მონაკვეთიც აქცენტირებულია მცირედგამოკვეთილი რიზალიტებით. ფასადი დანაწევრებულია ორსართულიანი ნაწილის I სართულის ანალოგიური პილასტრების და მართკუთხა ღიობების რიტმით, რომელთა ნაწილი გადაკეთებულია. რიზალიტების პილასტრების თავზე, ფრიზში ლომის თავებია ჩასმული. ერთსართულიანი ნაწილის რიზალიტები ორსართულიანი ნაწილის მსგავსად ფრონტონით ბოლოვდება. მისი პარაპეტი პილასტრების გაყოლებაზე სადად დამუშავებულია, ხოლო მათ შორის სიბრტყეები დიაგონალური, ჯვარედინა დეკორითაა გაფორმებული. იგივე ნახატი გასდევს (გრძივად) ორსართულიანი ნაწილის ფანჯრების ძირებს. ფასადზე მოჩანს სარდაფის სარკმელები. გვირაბის გავლით ვხვდბით შიდა ეზოში. ეზოს ფასადზე შემორჩენილია ხის აივანი, ჭვირული მოაჯირით, რომელიც ხანდაზმულობის გამო საკმაოდ შელახულია. აქვეა ლითონის ხვეული კიბე. სახლი წინამძღვრიშვლის ქუჩის განაშენიანებაში ორგანულად ეწერება, გამოირჩევა მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი იერ-სახის ჩამოყალიბებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5243
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./100
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79874828
Y: 41.71184741