{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3116?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3116?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3116?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3116",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3116,
    "ID" : 3116,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "შენობა მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. კედლის მასალად გამოყენებულია აგური, შელესილია და შეღებილი. იგი ასიმეტრიულია და ორი ნაწილისგან შედგება - მარჯვენა ორსართულიანი და მარცხენა ერთსართულიანი. შენობა ატარებს ეკლექტიკის ნიშნებს. \nშენობის გეგმას ხაზოვანი კონფიგურაცია აქვს და წინამძღვრიშვილის ქუჩას გასდევს. მთავარი ფასადის მარჯვენა ნაწილი აქცენტირებულია - ორსართულიანია, მარცხენა კი ერთსართულიანი. ორსართულიანის მარჯვენა მხარე, გვირაბის თავზე მოგვიანებით დაშენებული უნდა იყოს. მთელ ფასადას ჰორიზონტალურად პროფილირებული კარნიზები გასდევს. კარნიზის ქვემოთ კი მეანდრებით გაფორმებული დეკორატიული ფრიზი მიუყვება. ფასადს ანაწევრებს ღიობების რიტმი. მართკუთხა ღიობები შემკულია პროფილირებული საპირეებით. ორსართულიან მონაკვეთს შეწყვილებული ვიწრო ფანჯრები აქვს. გვირაბის გვერდით, მარცხნივ რიზალიტია, რომელიც კიდეებზე აქცენტირებულია პილასტრებით. I სართულის პილასტრების ტანი სადაა და გეომეტრიული ორნამენტით გაფორმებული, მას თავზე სტილიზებული იონური კაპიტელი ამკობს. II სართულის პილასტრები სადაა და კარნიზს ერწყმის. სახლის ამ მონაკვეთს სამკუთხა ფრონტონი აბოლოებს (ტიმპანში ადამიანის სახის რელიეფური გამოსახულებით), რომელიც პარაპეტშია ჩართული. პირველ სართულზე მეორე კიდეში სადარბაზოში შესასვლელი ახალი, ლითონის, უსახური, ფრამუგიანი კარია დამონტაჟებული. კარის მერჯვნივ კი ეზოში გასასვლელი გვირაბია, რომელსაც ლითონის ასევე უსახური ჭიშკარი აქვს. ფასადის ერთსართულიანი მონაკვეთიც აქცენტირებულია მცირედგამოკვეთილი რიზალიტებით. \nფასადი დანაწევრებულია ორსართულიანი ნაწილის I სართულის ანალოგიური პილასტრების და მართკუთხა ღიობების რიტმით, რომელთა ნაწილი გადაკეთებულია. რიზალიტების პილასტრების თავზე, ფრიზში ლომის თავებია ჩასმული. ერთსართულიანი ნაწილის რიზალიტები ორსართულიანი ნაწილის მსგავსად ფრონტონით ბოლოვდება. მისი პარაპეტი პილასტრების გაყოლებაზე სადად დამუშავებულია, ხოლო მათ შორის სიბრტყეები დიაგონალური, ჯვარედინა დეკორითაა გაფორმებული. იგივე ნახატი გასდევს (გრძივად) ორსართულიანი ნაწილის ფანჯრების ძირებს. ფასადზე მოჩანს სარდაფის სარკმელები. \nგვირაბის გავლით ვხვდბით შიდა ეზოში. ეზოს ფასადზე შემორჩენილია ხის აივანი, ჭვირული მოაჯირით, რომელიც ხანდაზმულობის გამო საკმაოდ შელახულია. აქვეა ლითონის ხვეული კიბე. \nსახლი წინამძღვრიშვლის ქუჩის განაშენიანებაში ორგანულად ეწერება, გამოირჩევა მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი იერ-სახის ჩამოყალიბებაში.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5243",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./100",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 ს-ის დასაწყისი.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.798748279999998,
    "Y" : 41.711847409999997
  }
}