CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 3109
ObjectID: 3109
ID: 3109
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მოცემული შენობა ორსართულიანია და მთავარი ფასადით ბაქოს ქუჩაზე გამოდის იგი აგურითაა ნაშენი. შელესილი და შეღებილია. შენობის გეგმას ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს. მთავარ ფასადს სამად ჰყოფს სიბრტყიდან მცირედ ამოწეული ორი რიზალიტი, რომლებიც კიდეებშია განლაგებული. ისინი პარაპეტის თავზე ბოლოვდება პროფილირებული თაღებით. რიზალიტებს ასევე გამოჰყოფს მეორე სართულზე კანელურებიანი პილასტრები, ხოლო პირველ სართულზე დანარჩენი ფასადისგან განსხვავებული ქვით ხორკლიანი რუსტიკით. ფასადს ჰორიზონტალურად გასდევს პროფილირებული კარნიზები. მას ასევე მიყვება ღიობების რიტმი. ღიობებს ორივე სართულზე აქვთ პროფილირებული საპირეები. მეორე სართულის ღიობებს, თავზე ორნამენტებიანი ფილები აქვთ და ზემოდან სწორხაზოვანი სანდრიკები ადგათ. პირველ სართულზე საპირეებს ცენტრებში დეკორატიული საჭექი ქვები აქვთ. ფასადზე ორი ლითოის აივანია ჭედური ელემენტებით. პირველ სართულზე სადარბაზოში შესასველი ხის, ორფრთიანი კარია, რომელიც დატვირთულია ხის ორნამენტებითა და ლითონის ჭედური ელემენტებით. კარს გარშემო პროფლირებული საპირე აქვს. სადარბაზოში ხის კიბეა, ხისავე რიკულებიანი მოაჯირით. კარის მარჯვენა მხარეს ეზოში გასასვლელი გვირაბის ლითონის ჭიშკარია ჭედური ელემენტებით გაფორმებული. გვირაბით შევდივართ ეზოში. ეზოს ფასადის ნაწილი მოსახლეობის მიერაა სახეცვლილი. მიშენებულია უსახური ლითონის კიბე, ფასადის ნაწილები გამაგრებულია თანამედროვე მასალით. ზოგი აივანი და ფანჯარა ამოშენებულია. დანარჩენ ნაწილს შემორჩენილი აქვს პირვანდელი სახე - გვხვდება ჭვირული მოაჯირები, შუშაბანდები და ხის ორნამენტირებული დეტალები. სახლის ფასადები დაზიანებულია და ნაწილობრივ დეფორმირებული წყალამრიდი და საინჟინრო კომუნიკაციების გაუმართაობის გამო. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. სახლი ბაქოს ქუჩის განაშენიანებაში ორგანულად ეწერება, გამოირჩევა მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი იერ-სახის ჩამოყალიბებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 3918
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ბაქოს ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნე
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79336206
Y: 41.71839838