{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3109?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3109?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3109?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3109",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3109,
    "ID" : 3109,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "მოცემული შენობა ორსართულიანია და მთავარი ფასადით ბაქოს ქუჩაზე გამოდის იგი აგურითაა ნაშენი. შელესილი და შეღებილია. შენობის გეგმას ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს. \nმთავარ ფასადს სამად ჰყოფს სიბრტყიდან მცირედ ამოწეული ორი რიზალიტი, რომლებიც კიდეებშია განლაგებული. ისინი პარაპეტის თავზე ბოლოვდება პროფილირებული თაღებით. რიზალიტებს ასევე გამოჰყოფს მეორე სართულზე კანელურებიანი პილასტრები, ხოლო პირველ სართულზე დანარჩენი ფასადისგან განსხვავებული ქვით ხორკლიანი რუსტიკით. ფასადს ჰორიზონტალურად გასდევს პროფილირებული კარნიზები. მას ასევე მიყვება ღიობების რიტმი. ღიობებს ორივე სართულზე აქვთ პროფილირებული საპირეები. მეორე სართულის ღიობებს, თავზე ორნამენტებიანი ფილები აქვთ და ზემოდან სწორხაზოვანი სანდრიკები ადგათ. პირველ სართულზე საპირეებს ცენტრებში დეკორატიული საჭექი ქვები აქვთ. ფასადზე ორი ლითოის აივანია ჭედური ელემენტებით. \nპირველ სართულზე სადარბაზოში შესასველი ხის, ორფრთიანი კარია, რომელიც დატვირთულია ხის ორნამენტებითა და ლითონის ჭედური ელემენტებით. კარს გარშემო პროფლირებული საპირე აქვს.  სადარბაზოში ხის კიბეა, ხისავე რიკულებიანი მოაჯირით. კარის მარჯვენა მხარეს ეზოში გასასვლელი გვირაბის ლითონის ჭიშკარია ჭედური ელემენტებით გაფორმებული. \nგვირაბით შევდივართ ეზოში. ეზოს ფასადის ნაწილი მოსახლეობის მიერაა სახეცვლილი. მიშენებულია უსახური ლითონის კიბე, ფასადის ნაწილები გამაგრებულია თანამედროვე მასალით. ზოგი აივანი და ფანჯარა ამოშენებულია. დანარჩენ ნაწილს შემორჩენილი აქვს პირვანდელი სახე - გვხვდება ჭვირული მოაჯირები, შუშაბანდები და ხის ორნამენტირებული დეტალები. სახლის ფასადები დაზიანებულია და ნაწილობრივ დეფორმირებული წყალამრიდი და საინჟინრო კომუნიკაციების გაუმართაობის გამო. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. \nსახლი ბაქოს ქუჩის განაშენიანებაში ორგანულად ეწერება, გამოირჩევა მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი იერ-სახის ჩამოყალიბებაში.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "3918",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ბაქოს ქ./16",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნე",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.79336206,
    "Y" : 41.718398379999996
  }
}