ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3104
ObjectID: 3104
ID: 3104
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის გამზ. #108-ში მდებარეობს. ნაგებობა სამსართულიანია მანსარდით. მისი აშენების თარიღს ვიგებთ სადარბაზოში იატაკზე მოთავსებული წარწერიდან. ,,E.M. 1894’’. (ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, სახლი ფარმაცევტს ეკუთვნოდა). ნაგებობაზე 2009-2011 წელს სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. საფასადე დეკორი მთლიანად მოიხსნა. ამჟამად შენობაზე დეკორის მულაჟებია განთავსებული. ასევე ამავე დროს დააშენეს მანსარდის ტიპის სართული. XIX საუკუნის ბოლოს აგებული შენობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. ის ერთ-ერთ დომინანტ ნაგებობას წარმოადგნეს დ. აღმაშენებლის გამზირის განაშენიანებაში. პირველი სართული ამჟამად სავაჭრო დაწესებულებეს უჭირავს. შენობაში ასევე სხვადასხვა ოფისებია განლაგებული. გარკვეული ნაწილი საცხოვრებელი ფართებს უჭირავს. ქუჩის მხრიდან განთავსებულია სადარბაზო კარი და ასევე ეზოში შესასვლელი თაღი. დეკორი ეკლექტური ხასიათისაა. პირველი სართული რუსტირებულია. ეზოს შესასვლელი თაღის ცენტრალურ ნაწილი ლომის ჰორელიეფური თავით არის გაფორმებული. მეორე სართული შედარებით დატვირთულია დეკორით. აქ ვხვდებით კორინთული ორდერის შეწყვილებულ პილასტრებს, გირლიანდებს, მცენარეულ ორნამენტებს, ცხოველთა გროტესკულ გამოსახულებებს; ასევე ცენტრალურ ნაწილში ღიობებზე _ ქალის ჰორელიეფურ თავებს გირლიანდებთან ერთად. მესამე სართული დეკორის თვალსაზრისით, მეორე სართულთან შედარებით სადაა. ფასადი სწორკუთხა და თაღოვანი ღიობებით სიმეტრიულადაა დანაწევრებული. დეკორით აქცენტირებულია ფასადის ცენტრალური ნაწილი. ლითონის აივნებია განთავსებული მეორე და მესამე სართულის ცენტრალურ და ასევე მეორე სართულის განაპირა ღიობებთან. აივანები ასევე ორნამენტირებულია. საინტერესოა შენობის სადარბაზოც, სადაც ყურადღებას იქცევს ქვის 6 საფეხურიანი კიბე და მისი ორნამენტირებული მოაჯირი. როგორც ჩანს, თავდაპირველად კიბე ასევე რკინის იყო, თუმცა შემდგომში ქვით არის ჩანაცვლებული და შელესილი. რაც შეეხება ეზოს მხარეს. ეზოში თბილისური ტიპის სადა აივნებიან ფასადი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამჟამად ძლიერ გადაკეთებულია; ამოშენებულია მისი ძალიან დიდი ნაწილი.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4130
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./108
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული, 1894 წელი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური;სავაჭრო;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79611473
Y: 41.71074054