{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3104?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3104?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3104?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3104",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3104,
    "ID" : 3104,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "საცხოვრებელი სახლი დავით აღმაშენებლის გამზ. #108-ში მდებარეობს. ნაგებობა სამსართულიანია მანსარდით. მისი აშენების თარიღს ვიგებთ სადარბაზოში იატაკზე მოთავსებული წარწერიდან. ,,E.M. 1894’’. (ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, სახლი ფარმაცევტს ეკუთვნოდა).\nნაგებობაზე 2009-2011 წელს სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა. საფასადე დეკორი მთლიანად  მოიხსნა. ამჟამად შენობაზე დეკორის მულაჟებია განთავსებული. ასევე ამავე დროს დააშენეს მანსარდის ტიპის სართული. \nXIX საუკუნის ბოლოს აგებული შენობა მაღალმხატვრული ღირებულებით გამოირჩევა. ის ერთ-ერთ დომინანტ ნაგებობას წარმოადგნეს დ. აღმაშენებლის გამზირის განაშენიანებაში. \nპირველი სართული ამჟამად სავაჭრო დაწესებულებეს უჭირავს. შენობაში ასევე სხვადასხვა ოფისებია განლაგებული. გარკვეული ნაწილი საცხოვრებელი ფართებს უჭირავს. \nქუჩის მხრიდან განთავსებულია სადარბაზო კარი და ასევე ეზოში შესასვლელი თაღი.  \nდეკორი ეკლექტური ხასიათისაა. პირველი სართული რუსტირებულია. ეზოს შესასვლელი თაღის ცენტრალურ ნაწილი ლომის ჰორელიეფური თავით არის გაფორმებული. მეორე სართული შედარებით დატვირთულია დეკორით. აქ ვხვდებით კორინთული ორდერის შეწყვილებულ პილასტრებს, გირლიანდებს, მცენარეულ ორნამენტებს, ცხოველთა გროტესკულ გამოსახულებებს; ასევე ცენტრალურ ნაწილში ღიობებზე _ ქალის ჰორელიეფურ თავებს გირლიანდებთან ერთად. მესამე სართული დეკორის თვალსაზრისით, მეორე სართულთან შედარებით სადაა. \nფასადი სწორკუთხა და თაღოვანი ღიობებით სიმეტრიულადაა დანაწევრებული. დეკორით აქცენტირებულია ფასადის ცენტრალური ნაწილი. ლითონის აივნებია განთავსებული მეორე და მესამე სართულის ცენტრალურ და ასევე მეორე სართულის განაპირა ღიობებთან. აივანები ასევე ორნამენტირებულია. \nსაინტერესოა შენობის სადარბაზოც, სადაც ყურადღებას იქცევს ქვის 6 საფეხურიანი კიბე და მისი ორნამენტირებული მოაჯირი. როგორც ჩანს, თავდაპირველად კიბე ასევე რკინის იყო, თუმცა შემდგომში ქვით არის ჩანაცვლებული და შელესილი. \nრაც შეეხება ეზოს მხარეს. ეზოში თბილისური ტიპის სადა აივნებიან ფასადი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამჟამად ძლიერ გადაკეთებულია; ამოშენებულია მისი ძალიან დიდი ნაწილი. \n",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4130",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./108",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული, 1894 წელი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური;სავაჭრო;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.796114729999999,
    "Y" : 41.710740540000003
  }
}