ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3083
ObjectID: 3083
ID: 3083
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: საცხოვრებელის სახლი მდებარეობს რომის ქუჩაზე. ნაგებობა სამსართულიანია, ნაგებია ძველი აგურით, შელესილია და შეღებილი. სახლი გადახურულია ლითონის ფირფიტებით. გეგმით შენობა რუსული “П”-ს ფორმისაა და მთავარი ფასადით რომის ქუჩაზე ისხნება. პირველი სართულის მარჯვენა ნაწილში სადარბაზოში შესასვლელი თაღოვანი კარია და მის გასწვრივ განლაგებული სწორკუთხა, ჟალუზებით შემოსილი 7 სარკმელი. ეს სართული დანარჩენი ორის მსგავსად შელესილია, შელესილობა რუსტირების ეფექტს ქმნის, რომელსაც უხეში, უსწორმასწირი ზედაპირი აქვს. მეორე და მესამე სართულები თითქმის ერთნაირადაა გადაწყვეტილი: სწორკუთხა სარკმლებისა და მოდერნის სტილის არასწორი მოხაზულობის ლითონის აჟურული აივნებით, რომლებიც მცენარეული დეკორითაა შემკული. ფასადის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს საფასადო სკულპტურა - ქალის, ბავშვის თავების პლასტიკური გამოსახულებები - რომელიც უმთავრესად კარ-საკმლებთან (სარკმლების ზევით, აივნების ქვედა ნაწილში) იყრის თავს. სადარბაზოს დათვალიერებისას აღსანიშნავია ქვის კიბე, იატაკის დეკორატიული შემკულობა და ლითონის მოაჯირი. სახლის შიდა ეზოში მოხვედრა ფართო სწორკუთხა კარითაა შესაძლებელი, ეზო მცირე ზომისაა. ამ მხრიდან შენობა შუშაბანდით იხსნება და აქვს ლითონის მოაჯირიანი ქის კიბე. აქვე აღსანიშნავია გოდოლისებრი კუთხის მოცულობა, რომელიც უხეშად არის მოპირკეთებული. საცხოვრებელი სახლის მნიშვნელოვანია ისტორიული, ქალაქ-გეგმარებითი და მხატვრული თვალსაზრისით. ფასადის მხატვრული გადაწყვეტა: აივნები, სარკმლების და კარების მოჩარჩოება, მათი სკულპტურული შეკმულობა თუ თავად ფასადის კედლების მცირე პლასტიკური ელემენტებით მორთვა გამორჩეულ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შენობას არა მხოლოდ ამ ცალკეული უბნის, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით. შენობის მაღალმხატვრული და ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე დასაშვებია ძეგლზე დასაშვებია მხოლოდ საკონცერვაციო/სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4306
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: რომის ქ./4
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80194651
Y: 41.70383395