{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3083?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3083?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3083?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3083",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3083,
    "ID" : 3083,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "საცხოვრებელის სახლი მდებარეობს რომის ქუჩაზე. ნაგებობა სამსართულიანია, ნაგებია ძველი აგურით, შელესილია და შეღებილი. სახლი გადახურულია ლითონის ფირფიტებით. \r\nგეგმით შენობა რუსული “П”-ს ფორმისაა და მთავარი ფასადით რომის ქუჩაზე ისხნება. პირველი სართულის მარჯვენა ნაწილში სადარბაზოში შესასვლელი თაღოვანი კარია და მის გასწვრივ განლაგებული სწორკუთხა, ჟალუზებით შემოსილი 7 სარკმელი. ეს სართული დანარჩენი ორის მსგავსად შელესილია, შელესილობა რუსტირების ეფექტს ქმნის, რომელსაც უხეში, უსწორმასწირი ზედაპირი აქვს. \r\nმეორე და მესამე სართულები თითქმის ერთნაირადაა გადაწყვეტილი: სწორკუთხა სარკმლებისა და მოდერნის სტილის არასწორი მოხაზულობის ლითონის აჟურული აივნებით, რომლებიც მცენარეული დეკორითაა შემკული. ფასადის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს საფასადო სკულპტურა - ქალის, ბავშვის თავების პლასტიკური გამოსახულებები - რომელიც უმთავრესად კარ-საკმლებთან (სარკმლების ზევით, აივნების ქვედა ნაწილში) იყრის თავს. \r\nსადარბაზოს დათვალიერებისას აღსანიშნავია ქვის კიბე, იატაკის დეკორატიული შემკულობა და ლითონის მოაჯირი. \r\nსახლის შიდა ეზოში მოხვედრა ფართო სწორკუთხა კარითაა შესაძლებელი, ეზო მცირე ზომისაა. ამ მხრიდან შენობა შუშაბანდით იხსნება და აქვს ლითონის მოაჯირიანი ქის კიბე. აქვე აღსანიშნავია გოდოლისებრი კუთხის მოცულობა, რომელიც უხეშად არის მოპირკეთებული.\r\nსაცხოვრებელი სახლის მნიშვნელოვანია ისტორიული, ქალაქ-გეგმარებითი და მხატვრული თვალსაზრისით. ფასადის მხატვრული გადაწყვეტა: აივნები, სარკმლების და კარების მოჩარჩოება, მათი სკულპტურული შეკმულობა თუ თავად ფასადის კედლების მცირე პლასტიკური ელემენტებით მორთვა გამორჩეულ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შენობას არა მხოლოდ ამ ცალკეული უბნის, არამედ მთელი ქალაქის მასშტაბით. შენობის მაღალმხატვრული და ისტორიული ღირებულებიდან გამომდინარე დასაშვებია ძეგლზე დასაშვებია მხოლოდ საკონცერვაციო/სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4306",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "რომის  ქ./4",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 ს-ის დასაწყისი.",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.801946510000001,
    "Y" : 41.703833950000003
  }
}