ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 3008
ObjectID: 3008
ID: 3008
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
Description: ტრამვაის მუშათა საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის დავით აღმაშენებლის გამზირის #193-ში მდებარე კორპუსიც, 1928 წელს არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით დავით აღმაშენებლის გამზირზე აშენდა. იმ დროისთვის მიკრორაიონირება, როგორც ახალი ქალაქმშენებლობითი კონცეფციის ნაწილი, ფუნქციურ-გეგმარებით სიახლეს წარმოადგენდა. მიკრორაიონს განაშენიანების მულტიპროფილურობა და მოსახლეობის მომსახურების საფეხურობრივი სისტემა ედო საფუძვლად. კომპლექსში შედიოდა 12 საცხოვრებელი კორპუსი (ამჟამად 8 კორპუსია შემორჩენილი), რომელბიც ექვს პარალელურ რიგს ქმნიდა. კვარტლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გათვალისწინებული იყო ეზოებისთვის, სპორტული და სათამაშო მოედნებისთვის. პროექტში ასევე ჩადებული იყო აბანო, სამრეცხაო, მაღაზიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, საბავშვო დაწესებულებები. ეს შენობა, როგორც კომპლექსის დანარჩენი ნაგებობები, ერთი არქიტექტურული ხელწერის პირმშო და ე.წ. ,,ტრამვაელთა” მიკრორაიონის განუყოფელი ნაწილია: კორპუსი სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია, სამი სადარბაზო შესასვლელით. გეგმარებით ხაზოვანი შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას და მთავარი სამხრეთის ფასადი დ. აღმაშენებლის გამზირს გადაჰყურებს, ხოლო ჩრდილოეთით წაგრძელებული გეგმა შიდა ეზოსკენ არის განვითარებული; კორპუსის არქიტექტურულ მასათა დანაწევრება სამ ძირითად მოცულობად ხდება, სადაც აქტიურია რიზალიტური შვერილებისა (სადარბაზო შესასვლელების მხარეს წახნაგოვანი შვერილები პარალელურ, ლოჯიებით გაწყობილ ფასადზე განაპირა სწორკუთხა რიზალიტების სახით გამოდის) და ღია ლოჯია-ტერასების გამოყენება; დამახასიათებელია ლოჯიებით გახსნილი კიდურა ფასადების კომპოზიციური გადაწყვეტა _ პირველი და მეორე სართულის დონეზე ლოჯიებს ერთიანი კედლის პილასტრი აერთიანებს; ლოჯიების თაღების ფორმა ამ შემთხვევაშიც ისევე, როგორც კომპლექსის დანარჩენ ნაგებობებზე, სამსახოვანია, კერძოდ, პირველ სართულზე სწორკუთხაა, მეორეზე _ სამყურა, მესამეზე _ წახნაგოვანი; შენობის გვერდითა ფასადების ნახაზი მაღალ ცოკოლსა და ძლიერად შვერილ კარნიზს შორის მოქცეულ კედლის სიბრტყეზე სიმეტრიულად განთავსებულ ღიობთა სისტემას მოიცავს, რკინისმოაჯირიანი მომცრო აივნებით მეორე და მესამე სართულის დონეზე (მესამე სართული აივნები წინფრებით არის გადახურული) და შეისრული სარკმლების განსხვავებული რიგით მეორე სართულის გასწვრივ; რკინის მოაჯირებით გაწყობილი, ღია და კარგად განათებული სადარბაზოები ქვისმარშიანი და რკინის მოაჯირიანი კიბეებით არის გაწყობილი. სარდაფის მაქსიმალური სიმაღლე 3 მეტრს აღწევს, სარდაფის სათავსოები ეზოს მხარეს ნახევარსარკმლებით გამოდის. სახლს ასრულებს ლითონის საფარით გადახურული სხვენი, რომლის განათებისა და განიავების მთავარ წყაროს სამერცხლე სარკმლები წარმოადგენს. საფასადო ნაძერწი პლასტიკა ქუჩის სამხრეთ ფასადზეა თავმოყრილი და მოიცავს ნალესობაში გამოყვანილ მცენარეული ორნამენტითა და ხოხბების სტილიზებული გამოსახულებებით გაფორმებულ ლოჯიების პარაპეტებს და პილასტრთა კაპიტელებს. დეკორის ელემენტები ისლამურ-მავრული არქიტექტურული მოტივებისა და ქართული ,,ეროვნული სტილის” დეკორატიული პროგრამიდან ცალკეული ნიმუშების გამოყენებას ეფუძნება. ცალკე აღსანიშნავია მინაშენების პრობლემაც, განსაკუთრებით მეორეხარისხოვან და ეზოს პერიმეტრზე მიმართულ ფასადებზე. ღია ლოჯიებისა და ტერასული აივნების თავდაპირველი სისტემა მოგვიანებით საცხოვრებელი ფართის გაზრდის სურვილმა ერთიანად ამოაშენა და შუშაბანდად აქცია, რის გამოც შენობის ავთენტურობის ხარისხი უარყოფითად შეიცვალა. დავით აღმაშენებლის გამზირის #193-ში მდებარე კორპუსზე ბოლო წლების მანძილზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რასაც ფასადებისა და მინაშენების განახლება, სახურავის გამოცვლა-განახლება მოჰყვა. თუმცა სარდაფის მაღალი ტენიანობა გადაუჭრელი პრობლემაა დღესაც. შენობის ავთენტურობა, რიგი უხეში ჩარევის მიუხედავად, მეტწილად შენარჩუნებულია, რადგან მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა ჯერ კიდევ თავდაპირველია. აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება, მხატვრული გადაწყვეტის დაცვა.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4195
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: აღმაშენებელი დავითის გამზ./193
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1928 წელი
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;ფუნქციის გარეშე;
Classification: არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)
Accuracy: სწორია
X: 44.7895667
Y: 41.72074303