{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3008?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3008?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/3008?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "3008",
  "properties" : {
    "ObjectID" : 3008,
    "ID" : 3008,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "Description" : "ტრამვაის მუშათა საცხოვრებელი კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის დავით აღმაშენებლის გამზირის #193-ში მდებარე კორპუსიც, 1928 წელს არქიტექტორ დავით ჩისლიევის პროექტით დავით აღმაშენებლის გამზირზე აშენდა. იმ დროისთვის მიკრორაიონირება, როგორც ახალი ქალაქმშენებლობითი კონცეფციის ნაწილი, ფუნქციურ-გეგმარებით სიახლეს წარმოადგენდა. მიკრორაიონს განაშენიანების მულტიპროფილურობა და მოსახლეობის მომსახურების საფეხურობრივი სისტემა ედო საფუძვლად. კომპლექსში შედიოდა 12 საცხოვრებელი კორპუსი (ამჟამად 8 კორპუსია შემორჩენილი), რომელბიც ექვს პარალელურ რიგს ქმნიდა. კვარტლის ტერიტორიის ნახევარზე მეტი გათვალისწინებული იყო ეზოებისთვის, სპორტული და სათამაშო მოედნებისთვის. პროექტში ასევე ჩადებული იყო აბანო, სამრეცხაო, მაღაზიები, ბიბლიოთეკა, სასადილო, საბავშვო დაწესებულებები. \r\nეს შენობა, როგორც კომპლექსის დანარჩენი ნაგებობები, ერთი არქიტექტურული ხელწერის პირმშო და ე.წ. ,,ტრამვაელთა” მიკრორაიონის განუყოფელი ნაწილია: კორპუსი სამსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია, სამი სადარბაზო შესასვლელით.\r\nგეგმარებით ხაზოვანი შენობა მოსწორებულ რელიეფზე დგას და მთავარი სამხრეთის ფასადი დ. აღმაშენებლის გამზირს გადაჰყურებს, ხოლო ჩრდილოეთით წაგრძელებული გეგმა შიდა ეზოსკენ არის განვითარებული; კორპუსის არქიტექტურულ მასათა დანაწევრება სამ ძირითად მოცულობად ხდება, სადაც აქტიურია რიზალიტური შვერილებისა (სადარბაზო შესასვლელების მხარეს წახნაგოვანი შვერილები პარალელურ, ლოჯიებით გაწყობილ ფასადზე განაპირა სწორკუთხა რიზალიტების სახით გამოდის) და ღია ლოჯია-ტერასების გამოყენება; დამახასიათებელია ლოჯიებით გახსნილი კიდურა ფასადების კომპოზიციური გადაწყვეტა _ პირველი და მეორე სართულის დონეზე ლოჯიებს ერთიანი კედლის პილასტრი აერთიანებს; ლოჯიების თაღების ფორმა ამ შემთხვევაშიც ისევე, როგორც კომპლექსის დანარჩენ ნაგებობებზე, სამსახოვანია, კერძოდ, პირველ სართულზე სწორკუთხაა, მეორეზე _ სამყურა, მესამეზე _ წახნაგოვანი; შენობის გვერდითა ფასადების ნახაზი მაღალ ცოკოლსა და ძლიერად შვერილ კარნიზს შორის მოქცეულ კედლის სიბრტყეზე სიმეტრიულად განთავსებულ ღიობთა სისტემას მოიცავს, რკინისმოაჯირიანი მომცრო აივნებით მეორე და მესამე სართულის დონეზე (მესამე სართული აივნები წინფრებით არის გადახურული) და შეისრული სარკმლების განსხვავებული რიგით მეორე სართულის გასწვრივ; რკინის მოაჯირებით გაწყობილი, ღია და კარგად განათებული სადარბაზოები ქვისმარშიანი და რკინის მოაჯირიანი კიბეებით არის გაწყობილი. სარდაფის მაქსიმალური სიმაღლე 3 მეტრს აღწევს, სარდაფის სათავსოები ეზოს მხარეს ნახევარსარკმლებით გამოდის. სახლს ასრულებს ლითონის საფარით გადახურული სხვენი, რომლის განათებისა და განიავების მთავარ წყაროს სამერცხლე სარკმლები წარმოადგენს. \r\nსაფასადო ნაძერწი პლასტიკა ქუჩის სამხრეთ ფასადზეა თავმოყრილი და მოიცავს ნალესობაში გამოყვანილ მცენარეული ორნამენტითა და ხოხბების სტილიზებული გამოსახულებებით გაფორმებულ ლოჯიების პარაპეტებს და პილასტრთა კაპიტელებს. დეკორის ელემენტები ისლამურ-მავრული არქიტექტურული მოტივებისა და ქართული ,,ეროვნული სტილის” დეკორატიული პროგრამიდან ცალკეული ნიმუშების გამოყენებას ეფუძნება. \r\nცალკე აღსანიშნავია მინაშენების პრობლემაც, განსაკუთრებით მეორეხარისხოვან და ეზოს პერიმეტრზე მიმართულ ფასადებზე. ღია ლოჯიებისა და ტერასული აივნების თავდაპირველი სისტემა მოგვიანებით საცხოვრებელი ფართის გაზრდის სურვილმა ერთიანად ამოაშენა და შუშაბანდად აქცია, რის გამოც შენობის ავთენტურობის ხარისხი უარყოფითად შეიცვალა. \r\nდავით აღმაშენებლის გამზირის #193-ში მდებარე კორპუსზე ბოლო წლების მანძილზე სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, რასაც ფასადებისა და მინაშენების განახლება, სახურავის გამოცვლა-განახლება მოჰყვა. თუმცა სარდაფის მაღალი ტენიანობა გადაუჭრელი პრობლემაა დღესაც. \r\nშენობის ავთენტურობა, რიგი უხეში ჩარევის მიუხედავად, მეტწილად შენარჩუნებულია, რადგან მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტა ჯერ კიდევ თავდაპირველია. აუცილებელია ნაგებობის ფიზიკური შენარჩუნება, მხატვრული გადაწყვეტის დაცვა. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4195",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "აღმაშენებელი დავითის გამზ./193",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 საუკუნის დასაწყისი, 1928 წელი",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1921-1941 წწ. ქალაქური საცხოვრისი;ფუნქციის გარეშე;",
    "Classification" : "არქიტექტურის,ქალაქთმშენებლობის (ურბანული)",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.789566700000002,
    "Y" : 41.720743030000001
  }
}