ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2995
ObjectID: 2995
ID: 2995
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: ორსართულიანი ნაგებობა მე-19 საუკუნის შუა ხანებში აგურითაა ნაშენი; ქუჩისკენ მიმართული ფასადი შელესილია, მისი კომპოზიცია ასიმეტრიულია. მეორე სართული 4 სარკმლითა და 2 აივნით არათანაბარ ნაწილებად იყოფა, აივნები ხისა და ლითონის სინთეზურ კონსტრუქციას წარმოადგენენ. ორივე მათგანი შემინულია და შუშაბანდის დანიშნულების მქონე. ასიმეტრიულ კომპოზიციას სიმეტრიულად კეტავს კედლის განაპირას მოცემული კანელურებით დაღარული პილასტრები. კაპიტელები მცირე პლასტიკის ნიმუშებითაა შემკული: რელიეფურად ამოზრდილი გირლიანდებითა და ბიუსტის გამოსახულებებით. სარკმლები სანდრიკებით იმკობა. რუსტირებული პირველი სართულის კომპოზიციური გადაწყვეტაც ასიმეტრიულია, კედლის სიბრტყე 6 სარკმლის ღიობით, ეზოში შემავალი ჭიშკრითა და სადაბრაზოს კარით არათანაბრად იყოფა. მხატვრულადაა გაფორმებული აივნებიც. მარჯვენა, შედარებით მოზრდილი აივანი ხეზე კვეთილი ფიფქისებრი ორნამენტითაა შემკული. სადარბაზოს კარი ძველია, ხის. ინტერიერში შემორჩა ხის კიბე და რიკულებიანი მოაჯირი. მხატვრული თვალსაზრისით ფასადზე ერთ-ერთი თვალშისაცემი ელემენტია ლომის თავიანი სანდრიკი, ეზოში შესასველელის თავზე, ნახევაროთახის სარკმლის შემომსაზღვრელ თაღთან ერთად. ფასადის მხატვრულ გაფორმებას ასრულებს დეკორატიული ნიშებითა და ხორკლიანი რუსტირებით დანაწევრებული პარაპეტი. ეზოს მხარეს მიმართულ ფასადის გრძივ მხარეს ორსართულიანი ხის გალერეაა შემორჩენილი დორიული სვეტებით, ორნამენტული კარნიზითა და კრონშტაინების მწკრივით. ნაგებობის სარდაფის დიდი ნაწილი საცხოვრებელ ფართადაა გადაკეთებული, მეორე ნაწილი კი უფუნქციო და სხვადასხვა ნივთით ჩახერგილი. შენობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა. ფასადზე შეიმჩნევა ნაპრალები, საძირკველში დგება ნესტი. სადარბაზოში იატაკი და კედლები ამორტიზირებულია. ნაგებობა ნგრევის საშიშროების წინაშე დგას და სასწრაფოდ საჭიროებს რესტავრაციას. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის ისტორიულ-არქიტექტურულ განაშენიანებაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 4936
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ტყვიავის ქ./16
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის შუახანი
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80438451
Y: 41.70403993