{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2995?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2995?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2995?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2995",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2995,
    "ID" : 2995,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "ორსართულიანი ნაგებობა მე-19 საუკუნის შუა ხანებში აგურითაა ნაშენი; ქუჩისკენ მიმართული ფასადი შელესილია, მისი კომპოზიცია ასიმეტრიულია. მეორე სართული 4 სარკმლითა და 2 აივნით არათანაბარ ნაწილებად იყოფა, აივნები ხისა და ლითონის სინთეზურ კონსტრუქციას წარმოადგენენ. ორივე მათგანი შემინულია და შუშაბანდის დანიშნულების მქონე. ასიმეტრიულ კომპოზიციას სიმეტრიულად კეტავს კედლის განაპირას მოცემული კანელურებით დაღარული პილასტრები. კაპიტელები მცირე პლასტიკის ნიმუშებითაა შემკული: რელიეფურად ამოზრდილი გირლიანდებითა და ბიუსტის გამოსახულებებით. სარკმლები სანდრიკებით იმკობა. რუსტირებული პირველი სართულის კომპოზიციური გადაწყვეტაც ასიმეტრიულია, კედლის სიბრტყე 6 სარკმლის ღიობით, ეზოში შემავალი ჭიშკრითა და სადაბრაზოს კარით არათანაბრად იყოფა. მხატვრულადაა გაფორმებული აივნებიც. მარჯვენა, შედარებით მოზრდილი აივანი ხეზე კვეთილი ფიფქისებრი ორნამენტითაა შემკული. \nსადარბაზოს კარი ძველია, ხის. ინტერიერში შემორჩა ხის კიბე და რიკულებიანი მოაჯირი. მხატვრული თვალსაზრისით ფასადზე ერთ-ერთი თვალშისაცემი ელემენტია ლომის თავიანი სანდრიკი, ეზოში შესასველელის თავზე, ნახევაროთახის სარკმლის შემომსაზღვრელ თაღთან ერთად. ფასადის მხატვრულ გაფორმებას ასრულებს დეკორატიული ნიშებითა და ხორკლიანი რუსტირებით დანაწევრებული პარაპეტი. \nეზოს მხარეს მიმართულ ფასადის გრძივ მხარეს ორსართულიანი ხის გალერეაა შემორჩენილი დორიული სვეტებით, ორნამენტული კარნიზითა და კრონშტაინების მწკრივით. ნაგებობის სარდაფის დიდი ნაწილი საცხოვრებელ ფართადაა გადაკეთებული, მეორე ნაწილი კი უფუნქციო და სხვადასხვა ნივთით ჩახერგილი. \nშენობის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა. ფასადზე შეიმჩნევა ნაპრალები, საძირკველში დგება ნესტი. სადარბაზოში იატაკი და კედლები ამორტიზირებულია. ნაგებობა ნგრევის საშიშროების წინაშე დგას და სასწრაფოდ საჭიროებს რესტავრაციას. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქალაქის ისტორიულ-არქიტექტურულ განაშენიანებაში. ",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "4936",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ტყვიავის ქ./16",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის შუახანი",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "\nსაცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის 1-ლი ნახევრის ქალაქური საცხოვრისი;საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.804384509999998,
    "Y" : 41.70403993
  }
}