CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)
ID: 2924
ObjectID: 2924
ID: 2924
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: საკვლევი სახლი მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. იგი სამსართულიანია და აგურით ნაშენი, გეგმით ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს და ეკლექტიკის ნიშნებს ატარებს. შენობის მთავარი ფასადი სიმეტრიულია ღერძის მიმართ და ფასადის სიბრტყეს სარკმლების რიტმული მონაცვლეობა ანაწევრებს. ფასადის ორივე სართულს ჰორიზონტალურად გასდევს ნალესი კარნიზები. ფასადის ცენტრში შენობის სიბრტყიდან მცირედ გამოწეული რიზალიტია. გვერდებში მას აუყვება პილასტრები, რომლებიც სართულების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულია დეკორატიული მორთულობით. ფასადის პირველი სართული რუსტირებულია. სამივე სართულზე ღიობები მორთულია პროფილირებული სადა საპირეებით, რომელთა ცენტრშიც I და III სართულებზე საჭექი ქვები აქვს (I სართულზე ორნამენტირებული). II სართულის ღიობების გვერდებზე, მათივე სიმაღლის კორინთულკაპიტელიანი პილასტრებია განთავსებული, თავზე მათ რელიეფური ორნამენტები ამკობს. მთავარი ფასადის II და III სართულებზე შემორჩენილია ლითონის ჭედური აივნები, რომელთაც პირვანდელი სახე აქვთ შემორჩენილი, (თუ არ ჩავთვლით III სართულის აივანზე მოწყობილ გადახურვას). I სართულზე, რიზალიტის ცენტრში სადარბაზოში შესასვლელი ავთენტური ხის კარია, ლითონის ელემენტებით. კარი ხის გულიანია. სადარბაზო ორმარშიანია, ლითონის მოაჯირით. სადარბაზოს იატაკი კერამიკული ფილებითაა მოპირკეთებული. ეზოს ფასადებს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები და აივნები, რომელთა ნაწილს ჭვირული მოაჯირები აქვს შემორჩენილი. ხის სვეტებზე შემორჩენილია ხის პროფილირებული და აჟურული თავსართები. ეზოს ფასადის ნაწილი მოსახლეობის მიერ არის სახეცვლილი. შენობის ძირითადი კონსტრუქცია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. მხოლოდ ნალესობაა დაზიანებული. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. შენობა წარმოადგენს წინამძღვრიშვილის ქუჩის ღირებულ ნიმუშს, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს ქუჩის მხატვრულ-ისტორიული სახის შექმნაში.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5290
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./92
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>უახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს
ExactDate: მე-20 ს-ის დასაწყისი.
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.79926185
Y: 41.71090371