{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2924?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2924?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2924?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2924",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2924,
    "ID" : 2924,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "საკვლევი სახლი მთავარი ფასადით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გამოდის. იგი სამსართულიანია და აგურით ნაშენი, გეგმით ლათინური ასო L-ის ფორმა აქვს და ეკლექტიკის ნიშნებს ატარებს. \nშენობის მთავარი ფასადი სიმეტრიულია ღერძის მიმართ და ფასადის სიბრტყეს სარკმლების რიტმული მონაცვლეობა ანაწევრებს. ფასადის ორივე სართულს ჰორიზონტალურად გასდევს ნალესი კარნიზები. ფასადის ცენტრში შენობის სიბრტყიდან მცირედ გამოწეული რიზალიტია. გვერდებში მას აუყვება პილასტრები, რომლებიც სართულების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავებულია დეკორატიული მორთულობით. ფასადის პირველი სართული რუსტირებულია. სამივე სართულზე  ღიობები მორთულია პროფილირებული სადა საპირეებით, რომელთა ცენტრშიც I და III სართულებზე საჭექი ქვები აქვს (I სართულზე ორნამენტირებული). II სართულის ღიობების გვერდებზე, მათივე სიმაღლის კორინთულკაპიტელიანი პილასტრებია განთავსებული, თავზე მათ რელიეფური ორნამენტები ამკობს. მთავარი ფასადის II და III სართულებზე შემორჩენილია ლითონის ჭედური აივნები, რომელთაც პირვანდელი სახე აქვთ შემორჩენილი, (თუ არ ჩავთვლით III სართულის აივანზე მოწყობილ გადახურვას). \nI სართულზე, რიზალიტის ცენტრში სადარბაზოში შესასვლელი ავთენტური ხის კარია, ლითონის ელემენტებით. კარი ხის გულიანია. სადარბაზო ორმარშიანია, ლითონის მოაჯირით. სადარბაზოს იატაკი კერამიკული ფილებითაა მოპირკეთებული. \nეზოს ფასადებს პერიმეტრზე გასდევს ხის შუშაბანდები და აივნები, რომელთა ნაწილს ჭვირული მოაჯირები აქვს შემორჩენილი. ხის სვეტებზე შემორჩენილია ხის პროფილირებული და აჟურული თავსართები. ეზოს ფასადის ნაწილი მოსახლეობის მიერ არის სახეცვლილი. \nშენობის ძირითადი კონსტრუქცია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. მხოლოდ ნალესობაა დაზიანებული. საინჟინრო კვლევის შემდგომ ზუსტად განისაზღვრება შენობის მდგრადობის ხარისხი. \nშენობა წარმოადგენს წინამძღვრიშვილის ქუჩის ღირებულ ნიმუშს, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს ქუჩის მხატვრულ-ისტორიული სახის შექმნაში.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5290",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "წინამძღვრიშვილი მიხეილის ქ./92",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eუახლესი ისტორია _ მე-20-21-ე სს",
    "ExactDate" : "მე-20 ს-ის დასაწყისი.",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003e1900-1921 წწ. ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.799261850000001,
    "Y" : 41.710903709999997
  }
}