ArcGIS REST Services Directory Login | Get Token
JSON

CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP (OGCFeatureServer)


ID: 2774
ObjectID: 2774
ID: 2774
Name: საცხოვრებელი სახლი
FullName: საცხოვრებელი სახლი
ComplexName:
Description: მე-19 საუკუნის დასასრულს აშენებული სახლი ქუჩის განაშენიანებაში დომინანტის როლს თამაშობს. შენობის მასალა ძველი აგურია იგი შელესილი და შეღებილია. პირველი სართული რუსტირებულია. ფასადის უხვ დეკორატიულ გაფორმებაში კლასიციზმისა და ამპირის სტილთა ელემენტებია გამოყენებული. ფასადი თანაბრად დაშორებული სარკმლების ღიობებით იყოფა. პირველ სართულის სარკმლებს ემატება სადარბაზოს კარი და ეზოს შესასვლელი. მეორე სართულზე კი სამი, აივანზე გამავალი კარი. ლითონის აივნებიდან ორი თავდაპირველია, დეკორატიული მოაჯირითა და კონსოლებით, ცენტრალური კი მოგვიანო, სადა და არაფრითგამორჩეული. პირველი სართულის სარკმლებს მცირე ზომის სანდრიკები ამკობს, მეორე სართულის სარკმლები კი უფრო უხვადაა გაფორმებული. თითოეულ მათგანს დეკორატიული თარო, ორნამენტული კრონშტაინები და სარკმლებს ქვემოთ, სწორკუთხა ნიში და ნაძერწი გირლიანდები ამკობს. კომპოზიციას ასრულებს ორნამენტული ფრიზი, შეწყვილებული კრონშტაინები, პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი. საგანგებოდ აღსანიშნავია სადარბაზოს კარის რკინის ცხაური და ორნამენტული ლითონის ჭიშკარი. სადარბაზოში შემორჩენილი მარმარილოს კიბეები, ქვის ფერადი იატაკი და ლითონის მოაჯირი. აღსანიშნავია, შესასვლელში, იატაკზე ქვით გამოყვანილი ლათინური წარწერა SALVE. ეზოს მხრიდან, გადაკეთების მიუხედავად, დიდწილად შემორჩა ხის გალერეა, ხისავე კრონშტაინები, სვეტები ორნამნტულად კვეთილი სვეტისთავებით. ასევე, შემორჩა მეზონინი, თუმცა სხვადასხვა მასალით შებურული და ქაოტურად გადახურული ნაგებობის ამ ნაწილის მოხილვისას (ფიცარი, თუნუქი, შელესილობა), რამდენადმე ირღვევა აღქმის მთლიანობა. სახლს აქვს სარდაფი, რომლის ჩასასვლეს დღეს ლითონის გისოსი ფარავს. შენობის ფიზიკური მდგომარეობა ბუნებრივი ბზარების და ავარიულობის გარდა, ხელოვნურადაა დამძიმებული. ქუჩისკენ მიმართულ ფასადზე ვხვდებით განგებ დაზიანებულ სარკმლისქვედა ნიშას და მცირე პლასტიკის ნიმუშს, რომლის ადგილს გამათბობლის მილი იკავებს. ასევე, ხშირია ბზარების თვითნებური შელესვის ფაქტები. ნაგებობის ნგრევის თავიდან ასაცილებლად, ეზოს შესასვლელში გამოყენებულია რკინის ხიმინჯები. შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშოს, როგორც ქუჩის, ისე ქალაქის ისტორიულ განაშენიანებაში. იგი სასწრაფოს საჭიროებს რესტავრაციას.
StatusName: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
StatusDocDate: 2007-10-01
StatusDocNumber: 3/181
RegistryN: 5038
CategoryName: ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე
Country: საქართველო
Region: თბილისი
Municipality: თბილისი
Settlement: თბილისი
Address: ქურდიანი ზაქარიას ქ./17
Period: ახალი და უახლესი ისტორია _ მე-19-21-ე სს.>>ახალი ისტორია _ მე-19 ს.
ExactDate: მე-19 საუკუნის დასასრული
DateRangeFrom:
DateRangeTo:
InitialFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
CurrentFunction: საცხოვრისი>>ქალაქური>>მე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;
Classification: არქიტექტურის
Accuracy: სწორია
X: 44.80409175
Y: 41.70440867