{
  "type" : "Feature",
  "links" : [
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items?f=application%2fjson",
      "rel" : "collection",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "The collection document"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2774?f=json",
      "rel" : "self",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as JSON"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2774?f=text/html",
      "rel" : "alternate",
      "type" : "text/html",
      "title" : "This document as text/html"
    },
    {
      "href" : "https://memkvidreoba.gov.ge/arcgisch/rest/services/CultureWMS/PS_ImmovableMonumentObjectP/OGCFeatureServer/collections/0/items/2774?f=application/geo+json",
      "rel" : "alternate",
      "type" : "application/geo+json",
      "title" : "This document as application/geo+json"
    }
  ],
  "LayerId" : 0,
  "LayerName" : "PS.ImmovableMonumentObjectP",
  "id" : "2774",
  "properties" : {
    "ObjectID" : 2774,
    "ID" : 2774,
    "Name" : "საცხოვრებელი სახლი",
    "FullName" : "საცხოვრებელი სახლი",
    "ComplexName" : "",
    "Description" : "მე-19 საუკუნის დასასრულს აშენებული სახლი ქუჩის განაშენიანებაში დომინანტის როლს თამაშობს. შენობის მასალა ძველი აგურია იგი შელესილი და შეღებილია. პირველი სართული რუსტირებულია. ფასადის უხვ დეკორატიულ გაფორმებაში კლასიციზმისა და ამპირის სტილთა ელემენტებია გამოყენებული. ფასადი თანაბრად დაშორებული სარკმლების ღიობებით იყოფა. პირველ სართულის სარკმლებს ემატება სადარბაზოს კარი და ეზოს შესასვლელი. მეორე სართულზე კი სამი, აივანზე გამავალი კარი. ლითონის აივნებიდან ორი თავდაპირველია, დეკორატიული მოაჯირითა და კონსოლებით, ცენტრალური კი მოგვიანო, სადა და არაფრითგამორჩეული. პირველი სართულის სარკმლებს მცირე ზომის სანდრიკები ამკობს, მეორე სართულის სარკმლები კი უფრო უხვადაა გაფორმებული. თითოეულ მათგანს დეკორატიული თარო, ორნამენტული კრონშტაინები და სარკმლებს ქვემოთ, სწორკუთხა ნიში და ნაძერწი გირლიანდები ამკობს. კომპოზიციას ასრულებს ორნამენტული ფრიზი, შეწყვილებული კრონშტაინები, პროფილირებული კარნიზი და პარაპეტი. \nსაგანგებოდ აღსანიშნავია სადარბაზოს კარის რკინის ცხაური და ორნამენტული ლითონის ჭიშკარი. სადარბაზოში შემორჩენილი მარმარილოს კიბეები, ქვის ფერადი იატაკი და ლითონის მოაჯირი. აღსანიშნავია, შესასვლელში, იატაკზე ქვით გამოყვანილი ლათინური წარწერა SALVE. ეზოს მხრიდან, გადაკეთების მიუხედავად, დიდწილად შემორჩა ხის გალერეა, ხისავე კრონშტაინები, სვეტები ორნამნტულად კვეთილი სვეტისთავებით. ასევე, შემორჩა მეზონინი, თუმცა სხვადასხვა მასალით შებურული და ქაოტურად გადახურული ნაგებობის ამ ნაწილის მოხილვისას (ფიცარი, თუნუქი, შელესილობა), რამდენადმე ირღვევა აღქმის მთლიანობა. \nსახლს აქვს სარდაფი, რომლის ჩასასვლეს დღეს ლითონის გისოსი ფარავს. \nშენობის ფიზიკური მდგომარეობა ბუნებრივი ბზარების და ავარიულობის გარდა, ხელოვნურადაა დამძიმებული. ქუჩისკენ მიმართულ ფასადზე ვხვდებით განგებ დაზიანებულ სარკმლისქვედა ნიშას და მცირე პლასტიკის ნიმუშს, რომლის ადგილს გამათბობლის მილი იკავებს. ასევე, ხშირია ბზარების თვითნებური შელესვის ფაქტები. ნაგებობის ნგრევის თავიდან ასაცილებლად, ეზოს შესასვლელში გამოყენებულია რკინის ხიმინჯები. შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშოს, როგორც ქუჩის, ისე ქალაქის ისტორიულ განაშენიანებაში. იგი სასწრაფოს საჭიროებს რესტავრაციას.",
    "StatusName" : "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი",
    "StatusDocDate" : "2007-10-01",
    "StatusDocNumber" : "3/181",
    "RegistryN" : "5038",
    "CategoryName" : "ობიექტი/ძეგლი კატეგორიის გარეშე",
    "Country" : "საქართველო",
    "Region" : "თბილისი",
    "Municipality" : "თბილისი",
    "Settlement" : "თბილისი",
    "Address" : "ქურდიანი ზაქარიას ქ./17",
    "Period" : "ახალი და უახლესი ისტორია  _ მე-19-21-ე სს.\u003e\u003eახალი ისტორია _ მე-19 ს.",
    "ExactDate" : "მე-19 საუკუნის დასასრული",
    "DateRangeFrom" : "",
    "DateRangeTo" : "",
    "InitialFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "CurrentFunction" : "საცხოვრისი\u003e\u003eქალაქური\u003e\u003eმე-19 ს-ის მე-2 ნახევარი ქალაქური საცხოვრისი;",
    "Classification" : "არქიტექტურის",
    "Accuracy" : "სწორია",
    "X" : 44.804091749999998,
    "Y" : 41.704408669999999
  }
}